17:19
ფენოვანი ხაჭაპური
მასალად საჭიროა:
1ფენოვანი ცომი - 1 შეკვრა;
ყველი - 200 გრ გახეხილი მოცარელა;
ყველი - 100 გრ. ფეტა;
კვერცხი - 1 ცალი;

მომზადების წესი:
ფენოვანი ცომი გაშალეთ კულინარიულ დაფაზე, ან სამზარეულოს ზედაპირზე.
აცალეთ დაახლოებით 30 წუთი, რომ ცომი შეთბეს ოთახის ტემპერატურაზე. გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე;
2. ყველები აურიეთ ერთმანეთში;
3. კვერცხი გატეხეთ ფიალაში და შეთქვიფეთ ოდნავ, რომ ცილა და გული ერთიან მასად იქცეს;
4. კვერცხის უმეტესი ნაწილი დაუმატეთ ყველიან მასას, ცოტა კი მოიტოვეთ ხაჭაპურის ცომზე
ზემოდან გადასასმელად;
5. ცომი დაჭერით მჭრელი დანით ან პიცის საჭრელით 12-15 სმ გვერდებიან კვადრატებად,
ან თუ დაჭრილია უკვე აიღეთ სათითაოდ და ცომის შუა ადგილას დაადევით ყველის გუნდა;
6. ყველის რაოდენობა დამოკიდებულია თქვენს გემოვნებაზე,
თმცა ერთ ხაჭაპურში ალბათ 1 სადილის კოვზით აღებული ყველის მასა საკმარისია;
7. მთავარია ყველი ხაჭაპურის ცომის კიდეებს არ მოხვდეს;
8. ცომის გადაკეცვა შეიძლება სხვადასხვა ნაირად: სამკუთხედად ან „კონვერტისებურად (ოთხკუთხედად);
9. სამკუთხედად უბრალოდ ერთი კუთხე უნდა დადოთ მეორე,
დიაგონალურ კუთხეს, გვერდები (ორი გვერდი) კი დანით ჩამოაწორეთ,
ანუ დანა დაუსვით ისე, რომ ოდნავ მოჭრას ცომის კიდეები,
ასე ცომი არ „დაიზეპება" და თან შეიკვრება, ყველი აღარ გამოვა.
 შეიძლება ცომის გვერდების შეერთება კვერცხის მასითაც,
 ანუ გადანახული კვერცხი გაუცვით კიდეებს და შეწეპდებიან;
10. „კონვერტისებური" - ეს უფრო რთული ფორმაა,
თუმცა არაფერი შეუძლებელი - ამ შემთხვევაში ცომის ოთხივე კიდე უნდა გადაკეცოთ
 ცომის შუა წერტილისკენ და გვერდები შეუკრათ, თუ „წვეტებს"
ღიად დატოვებთ ცომი უფრო გადაიშლება, ისე როგორც სურათზეა მოცემული;
11. გადაკეცვის შემდეგ ცომს გადაუსვით კვერცხი, ოღონდ კიდეებზე არ გადაუსვათ,
 თორემ კარგად არ გადაიშლება;
12. ჩაუწიეთ აირღუმებს 160 გრადუსამდე და დააწყეთ ხაჭაპურები
გახურებულ თუნუქის ფურცელზე ( ჟარონაზე);
13. დაახლოებით 10-15 წუთში ხაჭაპური მზად უნდა იყვეს . .
 როცა თავი შეებრაწება მზარ არის.
 
 
Category: ფქვილის ნაწარმი | Views: 1195 | Added by: user | Tags: ხაჭაპური, ფენოვანი, FENOVANI XACHAPURI
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​