17:11
აფხაზურა

მასალად საჭიროა:
ღორის ხორცი - 1 კგ.
შეიძლება ძროხის და ღორის ხორცის არევა 40-60 %-ით;
ხახვი - 600 გრ;
ბროწეული - გემოვნებით, დაახლოებით 1 დიდი თავი;
წიწაკა, მარილი ხმელი ქინძი
ქონდარი - ცოტა, სურვილის შემთხვევაში;
ბადე-ქონი - საკმარისი რაოდენობის (2 ღორის).
თითო აფხაზურს 2-ჯერ უნდა შემოეხვიოს კარგად გაშლილ მდგომარეობაში;
ხორცაკეპი მანქანა, ქვაბი, შესაწვავი ტაფა.

მომზადების წესი:
გაატარეთ ხორცი და ხახვი;
შეკაზეთ სუნელებით და ბროწეულით;
გადაახვიეთ ბადე-ქონში. აიღეთ ბადე-ქონი, გაწელეთ და დაიდევით ხელის გულზე,
ზემოდან დაადევით ხორცის ამოგუნდავებული ბურთულა (ხელის გული რომ გაავსოს ისე)
და გაახვიეთ ბადე-ქონი ზემოდან. ზედმეტი მოაჭერით დანით ან მაკრატლით;
4. ჩაალაგეთ ქვაბში ან თასში და შედგით მაცივარში რამდენიმე საათით მაინც. შეგიძლიათ
მოამზადოთ წინა დღეს და შეწვათ სუფრაზე მიტანის წინ;
5. სუფრაზე „მიდის" ცხელი. შეწვისათვის გააცხელეთ ტაფა და ზეთი, დააწყვეთ აფხაზურები
და შეწვით. შეწვის წესები მსგავსია კატლეტის შეწვის ტექნოლოგიის;
6. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ მოაყაროთ ახალ დარჩეული ბოწეული.
 
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1483 | Added by: user | Tags: afxazura, აფხაზურა
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​