17:09
იდეალი ჰაეროვანი ბისკვიტით
მასალად საჭიროა:
ღუმელში შესადგმელი ერთი თუნუქის ფურცლის ფენისთვის საჭიროა:
6 კვერცხი;
100 გრ. შაქარი;
2 სუფრის კოვზი თაფლი;
1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით (გამაფხვიერებლით შეიძლება ჩანაცვლება);
2 ჭიქა გაცრილი ფქვილი;
1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი;
1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი.

 
შენიშვნა:
 
5-30 ნაჭერი ნამცხვრისთვის გამოაცხვეთ 2 ფენა; 16 ნაჭრისთვის, კი -1 პორციაც საკმარისი იქნება
 (ანუ, 1 ფენას ორად გაჭრით და ერთმანეთზე შეაწყობთ).
კრემისთვის (მთლიანი პორციისათვის):
400 გრ. მოხარშული შესქელებული რძე (შეგიძლიათ კიდევ დაუმატოთ, მე მიყვარს ბევრი კრემით);
200 გრ კარაქი - ათქვეფილი;
100 გრ დაჭრილი და მოხალული ნიგოზი;
კაკაოს ფხვნილი.
მომზადების წესი:
ბისკვიტი:
6 კვ + 100 გრ. შაქარი =გოგლი-მოგლი;
+ 2 სუფრის კოვზი თაფლი + 1 ჩაის კოვზი სოდა-ძმრით (გამაფხვიერებლით ჩავანაცვლე)
+ 2 ჭიქა გაცრილი ფქვილი + კაკაო + 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი.
ცხვება ნელ-ცეცხლზე;
ეს არის ერთი თუნუქის ფურცლის ფენის პორცია, საჭიროა მეორე ფენაც,
რომელიც პირველი ფენის შეცხობის შემდეგ მოამზადეთ, რომ ცომს "ლოდინი" არ მოუწიოს) . .
კრემი: ათქვიფეთ კარაქი და შეათქვიფეთ შესქელებული რძე;
აწყობ: ერთ ფენას გადაუსვით კრემის 1/3; მოაყარეთ ასევე ნაჭრილი ნიგოზის 1/3;
დააფარეთ მეორე ფენა და მთლიან ნამცხვარს (გვერდებიანად) გადაუსვით კრემი;
მოაყარეთ დარჩენილი ნიგოზი და კაკაოს ფხვნილი;
თუ ფირფიტებს კიდეებს ჩამოაჭრით, ისიც დაფხვენით ძალიან წვრილად და
მოაყარეთ ნამცხვარს.
ადმინისტრატორის ფუნქციით ვისარგებლებ და აქვე ჩავამატებ, მე როგორ ვაკეთებ,
თან ძალიან ხშირად:
ორ, 20 სმ-იან მრგვალ ფორმაში ვაცხობ და ინგრედიენტებ ვანგარიშობ 4 კვერცხზე,
ნიგოზს მთლიანად 100 გრ ვუშვები,
 ნახევარს ვხეხავ და ცომში ვამატებ, ნახევარს კი ვჭრი და ვხალავ, კრემზე ვაყრი;
ფქვილს იმატებს დაახლოებით 5-7 სადილის კოვზს, უნდა გამოვიდეს ათქვეფილი ბეზეს სისქის მასა,
ანუ, ტორტის ბისკვიტის ცომზე უფრო მძიმე, მაგრამ "არაჟნის სისქეზე" უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი;
ვაცხობ ორ ფორმაში ერთდროულად (ღუმელში ეტევა) და შემდეგ შუაზე ვჭრი თითეულს,
3 ფენას ერთმანეთზე ვაწყობ, 1 ფენას ვფხვნი (ვაბლენდერებ) მოსაყრელად;
 
Category: ტკბილი კერძები | Views: 1571 | Added by: user | Tags: იდეალი, ბისკვიტით, ჰაეროვანი, idiali haerovani biskvitit
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​