16:48
ჩაქაფული
მასალად საჭიროა:
ბატკანი  - 2 კგ
ხახვი  - 1 თავი
ღვინო თეთრი  - 500 მლ
კინძი  - 4 კონა
ოხრახუში  - 4 კონა
ტარხუნა  - 6 კონა
წიწმატი  - 2 კონა
შავი წიწაკა  - გემოვნებით
ძმარი  - 1 ს/კ
ტყემალი  - 1 ჭიქა
მარილი  - გემოვნებით
მწვანე ხახვი  - 4 კონა


მომზადების წესი:
ჩაქაფული არის ქართული საგაზაფხულო კერძი. ჩაქაფულში არის მწვანილისმრავაფეროვანი სახეობა. 
ერთერთ მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიანუხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება 
ბატკნისხორცისგან.ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც. ჩაქაფულს ხშირადაკეთებენ გაზაფხულზე, 
ბუნებაში, ეკლესიური დღესასწაულების დროს.მწვანილი კარგად გავრეცხოთ,
 
 
გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, კინძი და მწვანე ხახვი წვრილადდავჭრათ.
თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად.
ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები.
ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ დადავჭრათ მსხვილ ნაჭრებად.
ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში.შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება.
შებრაწული ქონის ნაჭრები
ამოვიღოთ დაგამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავიხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება.
როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთხარშვა. თანდათან დავამატოთ 
მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთხარშვა დაბალ ცეცხლზე.
ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება დაგამუქდება. დავაყაროთ მარილი და ძმარი 
გემოვნებით.


 
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1023 | Added by: user | Tags: chaqafuli, ჩაქაფული
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​