11:04 ღორის ხორცი მომჟავო-მოტკბო სოუსში | |
მასალად საჭიროა: ღორის ხორცი - 350 გრ (რბილი ნაწილი) შაქარი - 5 გრ სტაფილო - 100 გრ (პატარა) ანანასი - 200 გრ კრახმალი - 15 გრ სოიოს სოუსი - 50 მლ ზეთი - 40 მლ წიწაკა - 1 ცალი ( ტკბილი) მომზადების წესი: ამ რეცეპტის მომზადება შეიძლება 15-20 წუთში. ღორის ხორცი დავჭრათ გრძელ 1,5 სისქის ზომის ნაჭრებად. ხორცი შეიძლება დავკეპოთ. ხორცისთვის მოვამზადოთ მარინადი. ამისათვის სოიოს სოუსი , კრახმალი, შაქარი შევურიოთ ერთმანეთში. თუ სოუსი იქნება ტკბილი, მაშინ შაქარი არ დაგვჭირდება. ტკბილი წიწაკას ამოვაცალოთ გული და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. ტაფაზე დავასხათ ზეთი და შევბრაწოთ წიწაკა პატარა სტაფილოებთან ერთად 3-5 წუთის განმავლობაში. მანდვე დავამატოთ ანანასის ნაჭრები გავაჩეროთ 5 წამი და მოვხსნათ ცეცხლიდან. ხორციც შევბრაწოთ სოუსთან ერთად, რომელიც მოვამზადეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. როცა ღორის ხორცი მზად იქნება, დავამატოთ შებრაჭული ბოსტნეული. ყველაფერი კარგად ავურიოთ და მზად არის. | |
Category: ხორცეულის კერძები | Views: 918 | | |
Total comments: 0 | |