10:17
ბურახი

მასალად საჭიროა:
500 გ ჭვავის პურის ორცხობილა
4 ლ წყალი
200 გ შაქარი
40 გ საფუარი
5-10 პიტნის ფოთოლი
3-4 შავი მოცხარის ფოთოლი
50 გ ქიშმიში

1. ორცხობილას დაასხით ცხელი წყალი და დადგით თბილ ადგილას 3-4 სთ.
2. შემდეგ გაწურეთ, დაუმატეთ შაქარი, წყალში გახსნილი საფუარი, პიტნისა და მოცხარის ფოთლები და დადგით ისევ თბილ ადგილას 10-12 სთ.
3. როცა დუღილს დაასრულებს, გაწურეთ, ჩაასხით ბოთლებში ან ქილებში, თითოეულ ჭურჭელში ჩაამატეთ ქიშმიშის რამდენიმე მარცვალი, მჭიდროდ დააფარეთ თავზე და შედგით მაცივარში. სამი დღის შემდეგ ბურახი მზად იქნება.
 
Category: სასმელები | Views: 1142 | Added by: user | Tags: ბურახი, buraxi
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​