10:14 ნაყინის ტორტი | |
მასალად საჭიროა:
ნაყინი "პალომა" - 500 გრ. კვერცხი - 2 ცალი. შაქრის ფხვნილი - 100 გრ. ბისკვიტი - 100 გრ. ხილი - 200 გრ. ქიშმიში - 100 გრ. ნიგოზი - 100 გრ. კონიაკი - 1 ს/კ. ბისკვიტის თხელი ნაჭრები დაალაგეთ თეფშზე, დააწყვეთ თხლად დაჭრილი ატამი, მსხალი, გარგარი, მიქსერით ათქვიფეთ 2 კვერცხის ცილა 100 გრ შაქართან ერთად, მოასხით მიღებულ მასას, მოაყარეთ ქიშმიში და მოხალული ნიგოზი. 3-4 წუთით შედგით აერღუმელში. ცეცხლიდან გადმოღების შემდეგ შეაგრილეთ და ზევიდან სქელფენად მოათავსეთ ვანილის ნაყინი, მოათავსეთ მაცივარში 15 წუთის განმავლობაში. სუფრასთან მიტანამდე მოასხით კონიაკი.
| |
Category: ტკბილი კერძები | Views: 902 | | |
Total comments: 0 | |