10:01
ხაჭოს ტორტი
მასალად საჭიროა:
8 ულუფა
ცომისათვის:
140 გ მარგარინი
100 გ შაქარი
1 კვერცხი
1/3 ჩ.კ. სოდა
250 გ პურის ფქვილი
შიგთავსისთვის:
4 კვერცხი
100 გ შაქარი
400 გ ხაჭო
150 გ ქიშმიში
1 მწიკვი ვანილი
200 გ ცოცხალი ან დაკონსერვებული ხილი

1. მარგარინი და შაქარი ათქვიფეთ. დაუმატეთ კვერცხი, სოდაშერეული ფქვილი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
2. ცომი გააბრტყელეთ და მოათავსეთ გასახსნელ ფორმაში.
3. შიგთავსისთვის ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი, შეურიეთ სახეხში გატარებული ხაჭო, ქიშმიში და ვანილი.
4. მიღებული მასა გაანაწილეთ ცომზე, აცხვეთ 2500Ѕ-ზე და გააცივეთ ფორმაშივე. სუფრასთან მიტანის წინ გადმოიღეთ ლანგარზე და გააფორმეთ ხილით.
Category: ტკბილი კერძები | Views: 1142 | Added by: user | Tags: ხაჭოს, xachos torti, ტორტი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​