09:39 სოსისის ტორტი | |
მასალად საჭიროა:
რძიანი სოსისი - 1 კგ. კარტოფილი - 150 გრ. რძე - 3 ჩაის ჭიქა. მაიონეზი - 150 გრ. მარილი - გემოვნებით. კარტოფილი გაფცქვენით და მოხარშეთ რძეში, შემდეგ ჩაზილეთ კარაქთან და მარილთან ერთად, გადაიტანეთ მრგვალ ჭურჭელში. შემოატარეთ კიდეებზე დანა და გადმოაპირქვავეთ დიდ თეფშზე. ირგვლივ შემოუწყეთ წინასწარ მოხარშული რძიანი სოსისი ვერტიკალურად. შუაში პიურეს ტორტი ჩააღრმავეთ და დაასხით მდოგვისა და მაიონეზის ნარევი. მოაპკურეთ სპირტი და ალმოკიდებული მიიტანეთ სუფრასთან.
| |
Category: ხორცეულის კერძები | Views: 1032 | | |
Total comments: 0 | |