09:38
ხორცის რულეტი ღვინის სოუსით
მასალად საჭიროა:
6 ულუფა
1 ფუნთუშას ორცხობილა
5 ს.კ. რძე
1 კვერცხი
1 კონა მწვანე ხახვი
2 კონა რეჰანი
300 გ დაკეპილი ხბოს ხორცი
700 გ რბილი საქონლის ხორცი
1 თავი ხახვი
250 გ წითელი ღვინო
3 ს.კ. ზეთი
200 გ ნაღები
2 ს.კ. ფქვილი
დაფქული შავი პილპილი, 
მარილი

1. ფუნთუშას ორცხობილა დაჭერით კუბიკებად, დაუმატეთ რძე და კვერცხი. მწვანე ხახვი დაჭერით რგოლებად. რეჰანი დაჭერით წვრილად. ეს ყველაფერი შეურიეთ წვრილად დაკეპილ ხბოს ხორცს.
2. საქონლის ხორცი დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, ზედ გაანაწილეთ ფარში და გადაახვიეთ.
3. ექვსად გაჭრილი ხახვი და რულეტი შეწვით ცხიმში. შემდეგ დაუმატეთ ღვინო და შუშეთ 1,5 სთ.
4. რულეტი გადმოიღეთ. შუშვის დროს წარმოქმნილი წვენი და ნაღები მიიყვანეთ დუღილამდე, დაუმატეთ მოხალული ფქვილი და კარგად მოურიეთ. რულეტი სუფრასთან მიიტანეთ სოუსთან და ბოსტნეულის გარნირთან ერთად.
 
Category: ხორცეულის კერძები | Views: 912 | Added by: user | Tags: xorcis ruleti gvinis sousit, ხორცის, ღვინის, სოუსით, რულეტი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​