09:36
ღორის ხორცი სოკოთი

მასალად საჭიროა:
6 ულუფა
2 ს.კ. ფქვილი
1 ჭიქა არაჟანი
1 ჭიქა ხორცის ბულიონი
1 ს.კ. აჯიკა
1 კგ ღორის მკერდის რბილი ნაწილი
100 გ ღორის ქონი
600 გ შემწვარი სოკო
1 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო
6 ნაჭერი ხორბლის პური
დაფქული შავი პილპილი
მარილი

1. სოუსის მოსამზადებლად მოხალეთ ფქვილი, შეურიეთ არაჟანი, დაასხით ბულიონი, დაუმატეთ მარილი და ადუღეთ შესქელებამდე. დაუმატეთ აჯიკა და გაწურეთ.
2. ღორის ხორცი დაჭერით 6 ნაწილად, დაბეგვეთ, მოაყარეთ მარილი, პილპილი, შეწვით ჯერ ტაფაზე ღორის ქონში, შემდეგ _ ღუმელში.
3. სოკო დაჭერით წვრილად და დაასხით ღვინო.
4. პურის ნაჭრებს მოაცილეთ ქერქი და შებრაწეთ ხორცის შეწვის შემდეგ დარჩენილ ცხიმში. პურზე დაალაგეთ ღორის ხორცი, მოასხით სოუსი და სუფრასთან მიიტანეთ სოკოს გარნირთან ერთად
 
Category: ხორცეულის კერძები | Views: 856 | Added by: user | Tags: სოკოთი, ღორის ხორცი, goris xorci sokoti
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​