09:10
წიწილა ტაბაკად

1 ც წიწილა,

100 გრ კარაქი,

ოხრახუში,

მარილი – გემოვნებით...

 


 

წიწილა გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, გავჭრათ მკერდის მხარეს მთელ სიგრძეზე და ამოვატრიალოთ ფეხებით ზევით, ანუ მივცეთ ბრტყელი ფორმა, მოვაყაროთ მარილი ორივე მხრიდან და დავდოთ ცხელ, ცხიმიან ტაფაზე. ზემოდან დავაფაროთ თეფში, რომელსაც დავადოთ სიმძიმე, იმისათვის რომ წიწილა მჭიდროდ მიეკრას ტაფას. ტაფა შემოვდგათ ცეცხლზე, შევწვათ 40-50 წუთის განმავლობაში ჯერ ერთი, შემდეგ მეორე მხრიდან.
შემწვარი წიწილა დავჭრათ ოთხ ნაწილად, გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში.
 
Category: ხორცეულის კერძები | Views: 989 | Added by: user | Tags: ტაბაკად, wiwila tabakad, წიწილა
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​