09:03
მწვანე ლობიო ნიგვზით


მასალად საჭიროა:
მწვანე ლობიო – 1 კილოგრამი;
ნიგოზი – 1 ჩაის ჭიქა;
ხახვი – 2-3 თავი;
ნიორი – 2 კბილი;
კამა – 5-6 ძირი;
მარილი – გემოვნებით...

მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამტვრიოთ, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში. დავასხათ იმდენი წყალი, რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს. დავდგათ ცეცხლზე და მოვხარშოთ. როცა კარგად მოიხარშება, გადავიტანოთ საწურზე, რომ წყალი მოცილდეს და გაცივდეს.
ლობიო ხელით კარგათ დავჭყლიტოთ, შევურიოთ დანაყილი ნიგოზი, ნიორი, მარილი, წვრილად დაჭრილი ხახვი და ხელით ავურიოთ. დავდოთ ლანგარზე, შევასწოროთ და ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა. შეგვიძლია ნიგოზს წინასწარ მოვხადოთ ზეთი და სუფრაზე მიტანის წინ ლობიოს მოვასხათ ზემოდან.
Category: ბოსტნეულის კერძები | Views: 1987 | Added by: user | Tags: mwvane lobio nigvzit, მწვანე ლობიო ნიგვზით
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​