08:56
ამოლესილი ლობიო
მასალად საჭიროა:
ხმელი ლობიო - 600 გრამი
ხახვი - 100 გრამი
ნიორი, ქინძი, სამშურა - 1,5 ჩაის კოვზი
წიწაკა - 1 ცალი
მარილი - გემოვნებით...

ხმელი ლობიო დავალბოთ წყალში 3-4 საათის განმავლობაში და შემდეგ ვადუღოდ. პირველ ანადუღარ წყალს გადავაქცევთ და ახალ წყალში ვადუღებთ მანამ, სანამ მარცვლები არ დარბილდება. შემდეგ ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ზეთში მოშუშული ხახვი. დავამატოთ რეჰანი, წიწაკა, ქინძი და ნიორი.

ლობიოს ნახარში წყალი გადავწუროთ და დარჩენილი ლობიო ამოვლესოთ. თუ მასა სქელი გამოვა, მაშინ ლობიოს ნახარშს დავუმატებთ. ბოლოს,  ლობიოს დავუმატებთ მარილს, ძმარს ან ტყემალს.

 
Category: ბოსტნეულის კერძები | Views: 1874 | Added by: user | Tags: amolesili lobio, ამოლესილი ლობიო
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​