08:50
ქამა სოკო იმერულად

მასალად საჭიროა:

სოკო – 500 გრ.

კარაქი – 50 გრ.

მწვანე ხახვი – 7 ძირი

ნიგოზი – 0,75 ჩაის ჭიქა

მწვანილი – 3 ძირი

წიწაკა – გემოვნებით.

 


 

 ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მოვაცილოთ უვარგისი ნაწილები, მოვაჭრათ ძირები, გავრეცხოთ ცივ წყალში, დავჭრათ, მოვათავსოთ ტაფაზე და მოვშუშოთ კარაქში (ძლიერ ცეცხლზე). თავის წვენს რომ შეიშრობს, ჩავამატოთ წვრილად დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი. როდესაც კარგად მოიხრაკება შევანელოთ მარილით, დაფქული შავი პილპილით, დაკეპილი ახალი ქინძით, კამით, ოხრახუშით. ბოლოს ჩავუმატოთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ ლანგარზე, ზემოდან მოვაყაროთ დაკეპილი ახალი კამა.
 
Category: ბოსტნეულის კერძები | Views: 1111 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​