15:59
როდის ვიყიდოთ საახალწლო და საშობაო საჩუქრები


ბევრი ქალისთვის მაღაზია მხოლოდ შენაძენისთვის კი არა, სტრესისგან და ცუდი განწყობისგან გათავისუფლებისთვისაცაა, თუ, ყველაფერთან ერთად, სასურველ ნივთსაც სარფიან ფასად ყიდულობს, ნებისმიერი ჩვენგანი მეცხრე ცაზეა სიხარულით. მაგრამ ყოველთვის წარმატებული როდია მაღაზიებში ლაშქრობა. მოსალოდნელი სიხარულის ნაცვლად ხანდახან იმედგაცრუება გიპყრობს. ვარსკვლავთმრიცხველები კი ამბობენ, რომ ასეთი რამ არ მოხდება, თუ მათ დავუჯერებთ:

 

ორშაბათი
მთვარის დღე, მთვარე – ოჯახური კერის მფარველია, ამიტომ ორშაბათის შენაძენს სახლში მყუდროებისა და კომფორტის მოტანა შეუძლია. რეკომენდებულია რბილი, სასიამოვნო საშიანო ტანსაცმლისა და საკვები პროდუქტების შეძენა.

მთვარე ცვალებადია და ორშაბათობით ისეთი ნივთის შეძენა, რომელიც მრავალი წლის მანძილზე უნდა გემსახუროთ, არ ღირს. გასათხოვარ მანდილოსნებს და დასაქორწინებელ მამაკაცებს ამ დღეს შეუძლიათ ისეთი ტანსაცმლის შეძებნა, რომლითაც განსაკუთრებით მიმზიდველნი იქნებიან საწინააღმდეგო სქესისთვის. 

ორშაბათობით მაღაზიების დალაშქვრა ზედმეტად ემოციურ, განწყობის ადამიანებსა და ახალ შთაბეჭდილებებს მოწყურებულ შინაგანად დაცარიელებულ პირებს მოუხდებათ. 

სამშაბათი
სამშაბათი ყველაზე იღბლიანი დღეა მათთვის, ვისაც მაღაზიაში დიდი დროის დაკარგვა არ უყვართ. ამ დღეს პლანეტა მარსი – სიჩქარის პლანეტა მართავს. დახლების დიდხანს თვალიერება არ მოგიწევთ, მაშინვე ნახავთ საჭირო ნივთს. გარდა ამისა სამშაბათი – მამაკაცის ტანსაცმლის, პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ავტომობილის შეძენისთვისაც საუკეთესო დღეა. სამშაბათს ნაყიდი ნივთი თავს უფრო ძლიერად და გაბედულად გაგრძნობინებთ.

ამ დღის კიდევ ერთი საუკეთესო შენაძენია – სპორტული საქონელი. თუ აქტიური პიროვნება ხართ, განწყობასაც აიმაღლებთ, მაგრამ თუ მეოცნებე და მელანქოლიური - სამშაბათის "შოფინგებისგან" თავი შეიკავეთ. 

ოთხშაბათი
ამ დღის ციური მფარველი ახალგაზრდობისა და ცვალებადობის პლანეტა მერკურია. აქედან გამომდინარეობს, რომ ოთხშაბათს წვრილმანები უნდა შეიძინოთ, კალმები, საკანცელარიო ნივთები და ა. შ. მერკურის ახალგაზრდები მოსწონს, ამიტომ შეიძინეთ ნივთები ბავშვებისთვის და მოზარდებისთვისაც. ამ დღეს უნებლიედ ყველაფერს კაშკაშას და არასტანდარტულს მიაქცევთ ყურადღებას, ამიტომ დიდია ბევრი უსარგებლო ნივთის შეძენის რისკი - გაგახარებთ, მაგრამ პრაქტიკულ სარგებელს არ მოიტანს.

ხუთშაბათი
დღეს იუპიტერი მფარველობს, გაფართოების პლანეტა. შენაძენიც სერიოზული უნდა იყოს. გაძნელდება მხოლოდ ერთი რომელიმე ნივთის შეძენა. მაგალითად, იყიდით კაბას და მერე აღმოჩნდება, რომ ამ კაბისთვის ჩანთაც გჭირდებათ, ფეხსაცმელიც და სამშვენისიც. 
ამიტომ ხუთშაბათს ნივთების ერთ სტილს დამორჩილებული მთელი კომპლექტი შეიძინეთ.

პარასკევი
დღეს მშვენიერი ვენერა მართავს, ამიტომ ქალებს განსაკუთრებით ესიამოვნებათ მაღაზიაში გასეირნება. რეკომენდებულია ყოველგვარი ქალური ნივთის შეძენა: თეთრეული, აქსესუარები, ტანსაცმელი.

ამ დღეს კარგია ისეთი საგნების ყიდვაც, რომელთა დანიშნულება ცხოვრების გალამაზებაა. თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს: ვენერა უამრავ სურვილს აღძრავს და ყველაფერი ერთად გინდა. ამიტომ, როცა ბიუჯეტი შეძღუდულია, პარასკევს მაღაზიებს სათოფეზეც არ გაეკაროთ. პარასკევს საყიდლებზე წასული ქალი ოჯახურ ბიუჯეტს გვარიანად დააზარალებს. 

შაბათი
მკაცრი სატურნის დღეა, შაბათი აუცილებელი ნივთების შეძენის დროა. მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის, რომელიც შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას.

თუ ამ დღეს რამე არაპრაქტიკულს იყიდით, სიხარულს ვერ მიიღებთ და მოგვიანებით არაგონივრული დანახარჯისთვის საყვედურებით აავსებთ საკუთარ თავს. 

შაბათს შეფის საჩუქრის ყიდვის დროცაა. უნებისყოფო ადამიანებს და საკუთარ თავში დაეჭვებულებს ეს დღე გამოადგებათ სავაჭროდ.

კვირა
კვირას, მზის დღეს შეძენილი ნივთები სიხარულს და ბედნიერებას მოიტანენ. ეს ყველაზე კარგი დღეა ფუფუნების საგნების, საჩუქრების, შემოქმედებისთვის აუცილებელი მასალის საყიდლად. კვირას მაღაზიაში სიარული წაადგებათ შეყვარებულ, სიცოცხლის სიხარულით სავსე ადამიანებს, აუცილებლად იპოვიან სათავისოს და ისიამოვნებენ.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1152 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​