15:57
დაგეგმვის სარგებლობაზე


გაწერილი გეგმა უსაქმურობის საშუალებას არ გაძლევს. სია ხომ ზუსტად გეუბნება, სად უნდა წახვიდე და რა გააკეთო. 

  • გეგმა უფრო მეტ გარანტიას იძლევა იმისა, რომ ყველა აუცილებელი საქმე შესრულდება. გეხმარება ყველა სასწრაფო საქმის დამახსოვრებაში. 
  • გეგმა შესრულებული სამუშაოებისგან კმაყოფილებას გაძლევს. სასიამოვნოა დღის ბოლოს იმის დანახვა, რომ ყველაფერი, რაც ჩაინიშნე გაკეთდა, დროც კი დარჩა. 
  • მომდევნო დღის, კვირის, თვის, წლის გეგმის შედგენისას ხვდები, რომ შენს ბედს თავად განაგებ. შენზეა დამოკიდებული ცხოვრების სხვადასხვა მოვლენით შევსება, სხვადასხვა პუნქტის რეალიზაცია. 

და რა სასიხარულოა, როცა ყველაფერს ასწრებ! მუშაობ, ვარჯიშობ, არც მეგობრები გავიწყდება და არც ოჯახს აკლებ ყურადღებას. კარგი ცოლი, ყურადღებიანი შვილი და რძალი ხარ. ხშირად ეს სწორედ გეგმით მოწესრიგებული საქმიანობის გამო.

ვთქვათ, ვგეგმავთ კვირის მენიუს. ეს შეიძლება რთული მოგვეჩვენოს, მაგრამ როგორც კი დავიწყებთ, მიხვდებით, რა სასარგებლოა ეს ყველაფერი. 

1 - ნაკლებ დროს ატარებ სუპერმარკეტში, რადგან სია უკვე მზადა გაქვს, ადგილზე აღარ ფიქრობ, რა იყიდო.

2 - აღარ დაგჭირდებათ მაღაზიაში მხოლოდ იმისთვის შერბენა, რომ კერძისთვის ერთი-ორი ინგრედიენტი დაგაკლდათ.

3 - მხოლოდ დროს კი არა, ფულსაც დაზოგავთ, რადგან აღარ იყიდით ზედმეტ პროდუქტებს, რომლებიც მაცივარში ერთკვირიანი შენახვის მერე ფუჭდება და უნდა გადაყარო. ეს იმის ბრალია, რომ ყიდვისას კონკრეტულად არც კი გიფიქრიათ იმაზე, თუ როგორ გამოიყენებდით და რას მოამზადებდით ამ შენაძენით.

4 - თქვენი საკვები უფრო მრავალფეროვანი გახდება და, უეჭველია, უფრო გემრიელიც. ამას კი აუცილებლად შენიშნავენ თქვენი ოჯახის წევრები, რომლებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან მომდევნო კვირის მენიუს შედგენაში.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 880 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​