15:55
ლაქების ამოყვანის რამდენიმე მეთოდი


ლაქები მუდმივად ქმნის პრობლემებს რეცხვის დროს. ამიტომ მნიშვნელოვანია მათი რეცხვამდე ამოყვანა. გთავაზობთ ლაქების ამოყვანის სხვადასხვა მეთოდს:

ყავა, ჩაი - გადაჭიმეთ დალაქავებული ადგილი და ზემოდან რაც შეიძლება სიმაღლიდან დაასხით მდუღარე წყალი. გარდა ამისა შეგიძლიათ გამოიყენოთ 1 ლიტრა წყალისა და 1 სუფრის კოვზის სპირტის ნარევი. შემდეგ ის უნდა გაავლოთ წყალში.

ლუდი - წინასწარ გაავლეთ ქსოვილი თბილ წყალში ან 1 სუფრის კოვზი სპირტისა და 0,5 ლიტრა წყლის ნარევში. 

შოკოლადი - ახალი ლაქა ჯერ უნდა გაავლოთ წყალში. შემშრალი კი გარეცხეთ 10 გრ ბორის საპნისა და 1 ლ. წყლის ნარევში.

წვენი, ხილი - თეთრი ქსოვილისათვის გამოიყენეთ მათეთრებელი. ფერადი ქსოვილისათვის - ლიმონის მჟავა ან ლიმონის წვენი მარილით.

ნაყინი - ახალი ლაქა უნდა გაავლოთ ცივ წყალში. უკვე შემშრალი ლაქა უნდა გაირეცხოს 10 გ ბორის საპონისა და 1 ლიტრა წყლის ხსნარში. 

ლიქიორი - უნდა გაიწმინდოს ამონიუმის სპირტით.

პომიდვრის წვენი - ახალი ლაქა უნდა გაირეცხოს თბილ წყალში ამონიუმის სპირტთან ერთად. შემშრალი ლაქა უნდა გაიწმინდოს წყალბადის პეროქსიდში ან ამონიუმის სპირტში დასველებული ტამპონით.

ჟანგი - აბრეშუმზე ან შალზე უნდა გაიწმინდოს ამონიუმისა სპირტისა და წყლის ნარევით. კოტონზე - გამორეცხეთ თბილი ლიმონის წვენით.

სისხლი - გამორეცხეთ ცივი წყლით ან თბილი წყლით ღვინის მჟავით.

ოფლი - გაწმინდეთ ამონიმუმიან წყალიში დასველენული ტამპონით, გაავლეთ დისტილირებულ წყალში.

იოდი - გაწმინდეთ ამონიუმის სპირტში დასველებული ტამპონით.

ზეთოვანი საღებავი - მოათავსეთ ლაქიანი ასოვილის ქვეშ მშრალი ქსოვილი და გაწმინდეთ ეთერზეთიანი ტამპონით. განშრალი ლაქა უნდა დაარბილოთ ზეთით და შემდეგ გარეცხოთ.

მელანი - გაწმინდეთ ლაქა სპირტიანი ტამპონით და შემდეგ გარეცხეთ.

ცვილი - ფრთხილად მოაშორეთ ცვილის ნარჩენები ქსოვილს ბლაგვი დანით და შემდეგ გააუთოეთ ქსოვილი, რომელიც უნდა მოთავსდეს შემწოვი ფურცლების ფენაში. შემდეგ შეგიძლიათ გარეცხოთ.

წითელი ღვინო - კოტონზე - მოაყარეთ ლაქას მარილი და გარეცხეთ მოგვიანებით. აბრეშუმზე - დაარბილეთ ლაქა რძით. შემდეგ გარეცხეთ თბილ წყალში და გაავლეთ სათანადოდ.

საღეჭი რეზინა - დაადევით ლაქას ყინული. შემდეგ მოაცილეთ გამაგრებული რეზინის ნარჩენები. მოათავსეთ ლაქიანი ადგილი ფურცელზე და შიდა მხრიდან გაწმინდეთ სპირტიანი, აცეტონიანი ან ბენზინიანი ბამბით. შემდეგ გარეცხეთ.

ცხიმი, კარაქი, მარგარინი - მოათავსეთ დალაქავებული ადგილი ფურცელზე და შიდა მხრიდან გაწმინდეთ ბენზინიანი ან სპირტიანი ბამბით. გააშრეთ. შემდეგ დაასველეთ და გარეცხეთ.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1305 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​