15:48
10 ადგილი, სადაც არ უნდა შეინახოთ ძვირფასი ნივთები


არსებობს გარკვეული სტატისტიკა, რომელიც იმას გვიჩვენებს, თუ სად ინახავენ უფრო ხშირად ძვირფასეულობას ისინი, ვინც ბანკს არ ენდობა და არც სეიფი აქვს. სწორედ ამ ადგილებს ამოწმებენ პირველ რიგში მძარცველებიც.

1. ავეჯი, მუსიკალური ინსტრუმენტები
კარადები, კომოპდები, საწერი მაგიდები, ტუმბოები, ასევე პიანინო. 

2. ვიდეო-, აუდიო- და საყოფაცხოვრებო ტექნიკა: როგორ გაეხარდებათ მძარცველებს, როცა ბინიდან გატანილ ტექნიკაში ისეთ ”სასიამოვნო ბონუსს” აღმოაჩენენ, როგორიც თქვენი წლობით ნაგროვები განძეულობაა.

3. სარკეები, სურათები, ხალიჩები
კედელზე დაკიდებული ხალიჩები, სარკეები და ჩარჩოიანი ფოტოები - ამ ნივთებს ქურდი პირველ რიგში შეამოწმებს.

4. ტანსაცმელი, თეთრეული
დღესაც არსებობენ ადამიანები, ვინც ოქრის შენახვას წინდებში, პიჯაკის ჯიბეებში, თეთრეულის კომპლექტებს შორის განაგრძობენ.

5. წიგნები, კომპაქტ-დისკი
ფილმების ნახვაც კმარა იმისთვის, რომ ნახო, როგორ ფურცლავენ ჩხრეკენ მძარცველებიწიგნის თაროებს, რომ ფურცლებში ჩაკარგული ფული იპოვონ.

6. უნიტაზის ბაკი
მხოლოდ ერთი შეხედვით გეჩვენებათ, რომ კარგი არჩევანია: ჰო, ადვილი არაა ბაკის გახსნა, მაგრამ სტატისტიკის მიხედვით, ქურდი ძალიან მალე მიადგება სწორედ ამ სამალავს და გახსნის.

7. ანტრესოლი
ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ანტრესოლამდე ქურდი არ მივა.

8. მატრასი
ოქროზე ძილი, იქნებ უფრო მშვიდიცაა, მაგრამ გაღვიძების შემდეგ მატრსის უმეთვალყურეოდ მიტოვებას სტატისტიკა არ გვირჩევს.

9. სამზარეულო
სამზარეულო ტექნიკა.

10. კედელი და იატაკი
იატაკში და კედელში ჩამონტაჟებული სეიფები – ყველაზე საიმედო სამალავებია. ქურდები მათ ყველაზე ბოლოს პოულობენ. თუმცა ძალიან ცოტა ადამიანი თუ ფიქრობს მათ დაყენებაზე.

სხვათა შორის: ძვირფასეულობის შესანახად საიდუმლო სექციებით აღჭურვილი ავეჯიც არსებობს: კომოდები უჯრების ორმაგი ფსკერით, საიდუმლო განყოფილებები კარადებში, სავარძლების ფეხებსა თუ კედლებზე. რა თქმა უნდა, ასეთი მოწყობილობების გახერხვა დიდი ჯაფა არაა, მაგრამ პრინციპი ასეთია: ”თუ ვერ იპოვიან, ვერც მოიპარავენ”.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 960 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​