15:46
რა ვარჩიოთ სამზარეულოს იატაკისთვის

ყველა ადამიანი ოცნებობს სახლზე, რომელიც მისთვის ნავთსაყუდელი იქნება, რომელსაც ლამაზად ჩაიქრებს და კეთილმოაწყობს; ისე, რომ მოხერხებული იყოს, საიმედო, თბილი და დროთა ცვლას არ ემორჩილებოდეს. ქალები განსაკუთრებით სამზარეულოს კეთილმოწყობაზე ოცნებობენ, ყველა საჭირო საგანი, ნივთი, დეტალი - გათვლილი, ლამაზი დიზაინი, კარგი წყობა და ა.შ. მოკლედ ყველას სურს, იქ ყოფნა საიმოვნებდეს.

სამზარეულო სახლის ყველაზე “საქმიანი”ნაწილია. სწორედ ამიტომ იჩაგრება ამ ოთახის მოპირკეთებული ზედაპირები უფრო სწრაფად, ვიდრე ბინის სხვა ნაწილში და გამოუსადეგარი ხდება. ერთ-ერთ ყველაზე მალფუჭებად ზედაპირად კი იატაკი ითვლება.

კიდევ კარგი, რომ ბევრი მწარმოებელი ამ მიმართულებით ვითარდება და იატაკის ზედაპირების ათასგვარ ვარიანტს ქმნის, ისეთს, რომ პრაქტიკულად ყველა ტიპის თანამედროვე სამზარეულოს დიზაინ-პროექტს მიესადაგება. ქვემოთ ჩვენ შევეცდებით განვიხილოთ ზოგი ყველაზე პოპულარული ტენდენცია სამზარეულოს იატაკების პროექტირებაში და დიასახლისებს არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ.

ლამინატი

მიუხედავად იმისა, რომ ლამინატებს ძალიან ბევრ საცხოვრებელ ბინაში ვხვდებით, ის მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროდუქციად. მწარმოებლები სულ უფრო საინტერესო დიზაინის შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ, აუმჯობესებენ მის თვისებებს, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს, აარჩიოს ლამაზი იატაკების სხვადასხვა ვარიანტიდათ სათავისო. ლამინატი ხის ან ქვის იმიტაციას აკეთებს, თანაც იაფი ღირს.

ლამინატი ადვილად დასაგებია და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. ერთადერთი ნაკლი იმაშია, რომ მექანიკური დაზიანების გამო (ნაკაწრი, ნაპრალი) ის გაატარებს წყალს, სითხეს, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ნაპრალს გაიჩენს და უფრო მეტად დაზიანდება. თუმცა, თანამედროვე ლამინატი უფრო მდგრადია ასეთი დაზიანების წინაშე და შესაფერისი ზრუნვის შემთხვევაში დიდხანსაც გაძლებს.

ბეტონი

ნელი ტემპით, მაგრამ მაინც, ბეტონის იატაკი სამზარეულოში პოპულარობას იძენს. ეს მასალა “დრეგრძელობისა” და მრავალმხრივობის გარანტია. თანამედროვე შესაძლებლობები ფერის, ნახატისა და ტექსტურის არჩევის საშუალებას იძლევა. ბეტონი კარგად იაკავებს სითბოს, რითაც ელექტროენერგიის ეკონომიის საშუალებას იძლევა და გამათბობელზე რეგულატორის კიდევ ერთ დანაყოფზე გადაწევა აღარ მოგიხდებათ.

თუმცა, ამ ტიპის ზედაპირი უფრო მძიმეა და მისი დაგება უფრო ძნელია. მონტაჟის შემდეგ იატაკს სითხისგან და ლაქებისგან დამატებითი დაცვა სჭირდება. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბეტონის იატაკის სილამაზე სჭარბობს მინუსებს და ბევრი ადამიანი მაინც მას ირჩევს.

ფილები

ფილებიანი იატაკი სხვა ზედაპირების ღირსეული ალტერნატივაა. როგორც წესი, უფრო ხშირად გამოიყენება კერამიკისა და ფაიფურის ფილები, დიზაინი, ფერი, ზომები, ფორმა - სამზარეულოს ნებისმიერ თემატურ მიმართულების ასახვას შეძლებს.

მოზაიკა

თუ ხელოვნება და მრავალფეროვნება გიყვართ, მოზაიკური იატაკი იდეალური არჩევანია. ხელოვნების საგნები და ფერწერა სივრცეში შეზღუდული არის, ან კედლებზე მოკალათდება ან ცენტრალურ მონაკვეთებზე განთავსდება, იატაკის ნახატი კი ადგილის ეკონომიას არ გაიძულებს. და, თუ თქვენ სითამამე გეყოფათ, მას იატაკის მოზაიკაზე გამოავლენთ. მხოლოდ ის გაითვალისწინეთ, რომ მოზაიკა ცალკეული ფრაგმენტებით ხდება მომგებიანი. სამზარეულოს პროექტის შედგენისას, სამზარეულოში გარნიტურის გასწვრივ ბილიკების დაგება შეიძლება და საერთოდ ერთიანი, საინტერესო და ლამაზი სურათის შექმნა ძალიან მოსახერხებელია, თუ აქცენტებს სწორად გადაანაწილებთ.

კორპის ხისა და ბამბუკის

კორპის ხის იარაკი, რაღაცით ლამინატსა და კერამიკულ ფილებს ენათესავება. თუ თქვენი სამზარეულო აზიურ სტილშია ჩაფიქრებული, ამ ზედაპირებს ამ ეგზოტიკური თემის მთელი სიღრმით წარმოჩენა შეუძლიათ. კორპის ხის ზედაპირი ისეთივე სირბილის გრძნობას ბადებს, როგორსაც ლამინარი და წყალგაუმტარია, როგორც კერამიკული ფილა.

ლამინატის სწორი და პრიალა ზედაპირისგან განსხვავებით, კორპის ხეს გამოკვეთილი სტრუქტურა აქვს. იგივე შეიძლება ბამბუკის იატაკებზეც ითქვას. დადებითი მომენტი ისიცაა, რომ ეს მასალები გამზრდელი მიწის სითბოს მატარებლები არიან.

როცა სამზარეულოს დაპროექტებას დაიწყებთ, მასალის არჩევისას გაითვალისწინეთ: ესთეტიკა მხოლოდ ერთი ასპექტია და აუცილებლად გაიხსენეთ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კომფორტი, ფასი, ხანგრძლივი ექსპლუატაციის გარანტია და მოვლა.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1260 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​