15:42
სარეცხი მანქანა: რეცხვის წესები


სარეცხმა მანქანამ უკვე თითქმის ყველა ოჯახში დაიდო ბინა და ყველა დიასახლისი დარმუნებულია, რომ მასზე ყველაფერი იცის. თუმცა არსებობს რამდენიმე წესი, რომელთა ცოდნა სარეცხი მანქანის ექსპლუატაციის ვადას მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს.

1. პირველ და მნიშვნელოვან წესთაგან ერთ-ერთი– იზრუნო იმაზე, რომ მანქანაში უცხო ნივთები (მონეტები, სარჭები და ა.შ.) არ მოხვდეს. მანამ, სანამ სარეცხს მანქანაში მოათავსებთ, ყველა ჯიბე უნდა მოჩხრიკოთ – ასეთი სიფრთხილე მანქანას დაზიანებისგან დაიცავს და წყლის გამწოვს - გაჭედვისგან.

2. დაბინძურებისგან მანქანას ისიც დაიცავს, თუ საბნის პირებს გადააბრუნებთ უკუღმა და კუთხეებში დაგროვილ ნაგავს მოაგროვებთ. ხშირად საწოლის თეთრეულის რეცხვისას ბალიშის პირები, პირსახოცები და სხვა ნივთები საბნის პირში იყრიან თავს – დიდ ფუთასავით გროვდებიან, რაც მანქანისთვის სახიფათოა. ყველაზე მარტივი გამოსავალი, ამ შემთხვევაში, საბნის პირის ჭრილის ამოკერვაა. ამაზე ერთი-ორი წუთის დახარჯვით მანქანის მომსახურების ვადას გაახანგრძლივებთ.

3. პატარა ზომის ნივთების (ქვედა საცვლები, ცხვირსახოცები და ის, რაც ფორმას ადვილად კარგავს) რეცხვის დროს, გამოიყენეთ საგანგებო ტომარა – მაშინ ეს პატარა საგნები ბარაბანზე აღარ გაიბნევა მთელ, სვიტერის სახელოები კი არ გაიწელება.

4. წყლის დასარბილებელი საშუალებები არ დაივიწყოთ, ნადები ძალიან საშიშია მანქანისთვის. საერთოდ, კვარტალში ერთხელ სპეციალური საშუალებებით ნადების მოშორებაც დაგეხმარებათ.

5. ფხვნილი, რომელიც ხელით რეცხვისთვისაა განკუთვნილი, არ გამოიყენოთ მანქანაში. ბევრი ქაფი აქვს, რაც ელექტრული კვანძებისთვის სახიფათოა.

6. ხშირი რეცხვისთვის ეკონომიური პროგრამა გამოიყენეთ (თუკი ასეთი თქვენს მანქანას აქვს). რეცხვის ხარისხი არ უარესდება, მხოლოდ დრო, ელექტროენერგიის ხარჯი და ნადები მცირდება.

7. დაიმახსოვრეთ, მაღალი ბრუნვის რეჟიმზე გაწურვის დროს სარეცხი მანქანა უფრო სწრაფად ცვდება. ნორმალური გაწურვისთვის წუთში 700-800 ბრუნი სავსებით საკმარისია.

8. მხოლოდ ერთ ნივთს ნუ გარეცხავთ. არც მანქანის გადატვირთვა გარგებთ.

9. გარეცხვის შემდეგ ბარაბანიდან ამოიღეთ უცხო ნივთები, მაგალითად, გატეხილი ღილები ან ჯიბეში ჩარჩენილი საფულეები. თუ თქვენი მანქანა ფრონტალური ჩატვირთვითაა, რეზინის ნაკეცები მშრალი ჩვრით ამოწმინდეთ.

10. მშრალი ჩვრით ბარაბანიც გაწმინდეთ, ფხვნილის ჩასასყრელი სათავსოც. თუ მისი მოხსნა შესაძლებელია, გარეცხეთ კიდეც და გამშრალი ისევ მანქანაში დააბრუნეთ. სარეცხი ფხვნილი, რომელსაც მშრალ სათავსოში ვყრით შემდეგ გარეცხვაზე მთლიანად ჩაირეცხება, ხოლო სველში კედლებს ეწებება და ბარაბანში ვერ ხვდება.

11. ჩასატვირთი ჭრილი ცოტახნით ღია დატოვეთ, რომ მანქანამ გაშრობა მოახერხოს.

12. მანქანის კორპუსი და მართვის პანელი მხოლოდ ისეთი საშუალებებით უნდა გაწმინდოთ, რომელშიც არ არის გამხსნელი. არასდროს გამოიყენოთმამისთვის აბრაზიული ფხვნილები.

13. თუ ბარაბანზე მასში ჩარჩენილი ლითონის ნივთების წყალობით ჟანგიანი ლაქა გაჩნდა, მოაშორეთ გამწმენდი საშუალებით, რომელშიც საერთოდ არ არის ქლორი.

14. ხანდახან დიასახლისები ჩივიან, რომ სარეცხი მანქანა მუშაობისას ძალიან ხმაურობს. ხმაური რომ შეამციროთ, მანქანა კარგად, მართებულად უნდა დაიდგას. მაგრამ თუ იდეალური სისწორის იატაკი არა გაქვთ, შეიძლება სიმაღლე რეზინის საგანგებო ფეხებით დარეგულირდეს - ეს ვიბრაციასაც შეამცირებს და ხმაურსაც.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1320 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​