15:40
ვაშლის ძმარი - დამზადება და სამკურნალო რეცეპტები


ჩვენ ხშირად ვიყენებთ მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებს და ალბათ, არ გაგვიკვირდება იმის გაგონება, რომ ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენებოდა ვაშლის ძმარი, რომლის მომზადება სულაც არაა რთული.

ვაშლს რეცხავენ, ხეხავენ კანიან–გულიანად. მთლიან მასას ათავსებენ ფართოყელიან მინის ან ფაიფურის ჭურჭელში. უმატებენ თბილ ანადუღარ წყალს [400 გრ. გახეხილ ვაშლზე 0,5 ლ] ყოველ ლიტრ წყალზე ამატებენ 100 გრ. თაფლს ან შაქარს. 10 გრ. პურის საფუარს და 20 გრ. შავ პურს [დუღილის დასაჩქარებლად]. ჭურჭელს თავღიად ათავსებენ 20–30 გრ. ტემპერატურაზე სიბნელეში. მზის სხივი აყოვნებს დუღილს. 10დღის განმავლობაში დღეში 2–3–ჯერ საჭიროებს მორევას ხის კოვზით. ამის შემდეგ მასას გადაწურავენ, მიღებულ სითხესაც გაწურავენ დოლანდში და ჩაასხამენ ჭურჭელში. ამატებენ თაფლს ან შაქარს. 1 ლიტრზე – 50–100 გრამს. დუღილის პროცესის დასრულების მაჩვენებელია სითხის დაწმენდა. ძმრის მოსამზადებლად საჭიროა 40–60 დღე. მიღებული მასა იფილტრება და ინახება ჰერმენტულად თავდახურულ ბნელ ადგილას.

ანგინის სამკურნალოდ, ყელში გამოსავლებად 1 ჭიქა წყალს უნდა დაემატოს 1 ჩაის კოვზი ძმარი და გამოვივლოთ ყელში. რეკომენდებულია გამოვლება მოხდეს საათში ერთჯერ. ხსნარს რამდენიმე წამის განმავლობაში აჩერებენ პირის ღრუში და ყლაპავენ. ხალხურ მედიცინაში თვლიან, რომ ყლაპვის დროს ხდება ხსნარის შეხება ხახის უკანა კედელთან და ამგვარად მუშავდება მთელი პირის ღრუ და ხახა. საკვებით მოწამვლის დროს კარგია 1 ჭ. წყალში გახსნილი 1 კოვზი ვაშლის ძმრის მიღება. 

თირკმელებში ანთებითი პროცესების დროს იყენებენ 1 ჩაის ჭიქა წყლისა და 2 ჩაის კოვზი ძმრის ნაზავს, რომლის მიღებისას ავადმყოფის მდგომარეობა უმჯობესდება.

ხალხურ მედიცინაში ვაშლის ძმარს იყენებენ ორგანიზმისთვის ზედმეტი წონის მოსაშორებლად. ამისთვის უნდა ვსვათ 1 ჭიქა წყლისა და 2 ჩაის კოვზი ძმრის ნაზავი ყოველდღიურად ჭამის დროს, დღეში სამჯერ. 

ქრონიკული დაღლილობის დროს ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება უკეთესი საშუალება, ვიდრე ერთი ფინჯანი თაფლის ნარევი 2 კოვზ ძმართან. ქილა ამ ნარევით შეგვიძლია გვქონდეს საძინებელ ოთახში და მივიღოთ ძილის წინ. ღამით თუ გვეღვიძება შეიძლება კიდევ მივიღოთ და ძილი დარეგულირდება. შაკიკის დროს დადებით შედეგს იძლევა ვაშლის ძმრის მიღების შემდეგ 2 კოვზი თაფლის მიღება, რომელიც ორგანიზმზე მოქმედებს დამამშვიდებლად და ხსნის თავის ტკივილს.

ნორმალური სისხლის მიმოქცევის დროს კანი ვარდისფერია. კანის ფერმკრთალობა ხშირად წარმოადგენს მჟავური შიმშილის ნიშანს. უნდა ვიფიქროთ, რომ მჟავა ასტიმულირებს კანში სისხლის დინების გაძლიერებას. საპნით დაბანის შემდეგ რეკომენდებულია ვაშლის ძმრიანი წყლის გადავლება კანის მჟავე რეაქციის შესაქმნელად.

ასაკში შესულ ადამიანს უვითარდება ცრემლდენა. ამ დაავადების სამკურნალო ხსნარს ამზადებენ შემდეგნაირად;1 ჭიქა წყალში ამატებენ 1 ჩაის კოვზ ძმარს და 1 წვეთ იოდს. ნარევს კარგად ურევენ და მიიღება 2 კვირის განმავლობაში ჭამის დროს. ამ დროის გავლის შემდეგ ცრემლდენა უმეტეს შემთხვევაში წყდება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება კურსის გაგრძელება 1 კვირით. რეციდივის თავიდან ასაცილებლად სასურველია ამ ხსნარის მიღება გავაგრძელოთ კვირაში 2 დღე.

ართრიტის დროს რეკომენდებულია 10 ჩაის კოვზი ვაშლის ძმრისა და 1 ჭიქა წყლის მიღება ყოველი ჭამის დროს. სისხლძარღვების ტკივილი თანდათან მცირდება და ბოლოს სრულიად უნდა გაქრეს. 

სახსრების დაავადების სამკურნალოდ შეიძლება დამზადდეს მალამო: ათქვიფეთ 1 კვერცხის გული 1 ჩაის კოვზ სკიპიდართან ერთად და შეურიეთ 1 ჩაის კოვზ ძმარს, თხევადი მალამო უნდა შეიზილოს სახსარში.

ღამით ოფლიანობის თავიდან ასაცილებლად სასურველია, ძილის წინ ვაშლის ძმრით დაზელა.

კანის დაავადება [იმპეტიგო] გადადის ხელის შეხებით, ან პირსახოცით და ჩნდება წითელი გამონაყარი. ზოგჯერ გამონაყარი ვითარდება ცხვირის ან ლოყების მიდამოში. დაზიანებული ადგილის დღეში 5–6 ჯერ ვაშლის ძმრით გასუფთავების შემდეგ გამონაყარი ქრება 2–4 დღეში.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1675 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​