15:36
ფანჯრების წმენდა: პროფესიონალთა რჩევები


იდეალურ შემთხვევაში, ფანჯრები წელიწადში ორჯერ უნდა გაირეცხოს, მაგრამ ეს ისეთი ამოცანაა, რომლითაც განსაკუთრებულ სიამოვნებას იშვიათად თუ ვინმე იღებს და ამ მომენტის მოახლოებას ყოველგვარი სიხარულის გარეშე ელოდება!

ბევრისთვის ფანჯრების გაწმენდა მინის ზედაპირის თანამედროვე გამწმენდი საშუალებებით, ბამბის პირსახოცებითა და ძველი გაზეთებით გაპრიალებამდე დაიყვანება. როგორც პროფესიონალი ფანჯრების მწმენდავები გვარწმუნებენ - ეს არასწორად ჩატარებული სამუშაოა, რადგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და, საბოლოო ჯამში, თქვენი ფანჯრები უმოკლეს დროში კვლავ დაისვრება. წმენდის ასეთი ხერხი მხოლოდ ამაღლებს მინის ელექტროსტატიკურობას, რაც არასასურველ ლაქებს აჩენს ზედაპირზე, რომლებიც ადვილად იზიდავენ ჭუჭყსა და მტვერს. არსებობს ფანჯრების გარეცხვის უფრო ადვილი და ეფექტური ხერხი რეზინის ჯოხით და სხვა ხელიმისაწვდომი საშუალებებით.

ვენეციური ფანჯრები 
დიდი და ფართო ფანჯრების ეს სახეობა მოითხოვს შედარებით მეტ ხელსაწყოს დასუფთავებისთვის. ჩვეულებრივ ჯოხს რეზინის საცმის ნაცვლად დასჭირდება ქსოვილი გრძელი ფოჩებით და დიდი რაოდენობით საპნიანი წყალი. საპნიანი წყალი შესანიშნავად რეცხავს ჭუჭყს და არ ტოვებს ნაკაწრებსა და ლაქებს მინაზე.

ფანჯრების გასაწმენდად გამოიყენეთ ჩვეულებრივი საშუალებები, რომლითაც ჭურჭელს რეცხავთ - 2-5 მლ. ერთ ვედრა თბილ წყალზე (რაც უფრო ნაკლებია ქაფი, მით უკეთსი). გამორეცხეთ ფანჯრის მინა საპნიანი წყლით, წყალში დაასველეთ ჯერ ტილოს საცმი. გამოცვალეთ გამოყენებული წყალი საჭიროების შესაბამისად.

მინის წმენდა დაიწყეთ ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხიდან (ცაციებისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ეს პროცედურა ზედა მარჯვენა კუთხიდან დაიწყონ). გაატარეთ რეზინის საფხეკი მინის ზედაპირზე ტალღისებური მოძრაობებით. ყოველი მოქმედების შემდეგ საფხეკი გაწმინდეთ სუფთა ქსოვილით, რომელიც კარგად ისრუტავს სისველეს, მაგალითად, ამ მიზნით შეგიძლიათ, გამოიყენოთ ძველი სელის ხელსახოცი.

დარჩენილი წყალი მინის ზედაპირს მოაშორეთ სპეციალური მშრალი ზამშით, რომელიც, ასევე, განკუთვნილია ავტომობილის მინების გასაწმენდად (იყიდება მაღაზიების საყოფაცხოვრებო განყოფილებებში). ზამში კარგად იწოვს წყალს და არ ტოვებს ლაქებს. დასასრულს გაწმინდეთ ფანჯრის რაფა.

მომცრო ფანჯრები 
მომცრო, მრავალრიცხოვანი ტიხრებით დაყოფილი ფანჯრების გასაწმენდად დაგჭირდებათ საფხეკები რეზინის პირით, რომლებიც ფანჯრების დანაყოფების ზომის იქნება. შეგიძლიათ შეიძინოთ საჭირო ზომის ფანჯრების საფხეკები ან დაჭრათ სტანდარტული ნაწარმი პატარა ხერხის საშუალებით.

ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში საპნიანი წყალი აუცილებლად დაგჭირდებათ, პროპორციები ზუსტად ისეთივეა. მხოლოდ ქსოვილის საცმის ნაცვლად გამოიყენეთ ნატურალური ღრუბელი ან ღორის ჯაგრის ნატურალური ჯაგრისი. სინთეთიკური მასალის ნაწარმი უფრო ცუდად იწოვს წყალს და ნაკლებად გამძლეა. საპნიან წყალში დაასველეთ ღრუბელი ან ჯაგრისი და ფანჯრის ყოველი დანაყოფი გაწმინდეთ მარცხნიდან – მარჯვნივ, განსაკუთრებით ყურადღება მიაქციეთ ჭუჭყის დაგროვებას კუთხეებში. გარეცხეთ საპნიანი წყლით ჩარჩოები, ფანჯრის ღარები, რაფები.

შემდეგ აიღეთ რეზინის საფხეკი და მისი საშუალებით მინას ზედმეტი წყალი მოაცილეთ, მიმართულებით ზემოდან ქვემოთ. არ დაგავიწყდეთ, საფხეკის ყოველი ,,მოქნევის” შემდეგ, მისი გაწმენდა სუფთა მშრალი ქსოვილით, რათა მინაზე არ დარჩეს ულამაზო ზოლები. 
თუ რეზინის საფხეკით მუშაობისას წყალი თითქოს ერთგვარ ,,წრიპინს” გამოსცემს, ცოტა მეტი სარეცხი საშუალება ჩაასხით წყალში.

დასკვნით ეტაპზე გადაუსვით მინას სუფთა მშრალი ზამშის ქსოვილი, ასევე გაამშრალეთ ჩარჩოები, ფანჯრის ღარები და რაფები.

ფანჯრები, რომლებიც თავისით ირიცხება 
სრულიად კანონზომიერია, რომ ფანჯრების რეცხვის პროცედურამ უბიძგა მეცნიერებას თვითგამწმენდი მინების შექმნისკენ, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტიტანის ჟანგის თხელი გამჭვირვალე ფენა. უნიკალურ მინას აქვს უნარი, დამოუკიდებლად დაშალოს ორგანული ჭუჭყი, ულტრაიისფერ სხივებთან ურთიერთქმედების საშუალებით. ამ მინას არც წვიმის წვეთები აშინებს, რომლებიც თანაბრად ჩამორეცხავენ ქუჩის მტვერს წვეთების კვალის დატოვების გარეშე. ამ მინას მხოლოდ ის ნაკლი აქვს, რომ თუ არ იწვიმებს დიდი ხნის განმავლობაში, მისი გაწმენდა საკუთარი ხელით მაინც მოგიწევთ.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1304 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​