15:33
ქუჩაში მანქანების გამონაბოლქვია, რამდენად სუფთაა სახლი?


ჰაერის დაბინძურების შესახებ დიდ ქალაქებში ხშირად და ბევრს საუბრობენ. თუმცა, სამწუხაროა, რომ ასეთი საუბრების შედეგი არც ისე თვალსაჩინოა. გარემოზე პასუხისმგებლობას უფრო ადვილად ვაკისრებთ ხოლმე სხვას, მაგრამ რით ვსუნთქავთ ჩვენს ბინებში? ხომ არ ვჩქარობთ, როცა ჩვენს სახლს ყველა პრობლემისა და უბედურებისაგან თავშესაფარს ამაყად ვუწოდებთ ხოლმე?!

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ბინებსა და ოფისებში ჰაერი უფრო მეტად მავნეა ჯანმრთელობისათვის, ვიდრე ქუჩაში! რატომ ხდება ასე?

ავეჯი ე.წ. დე-ეს-პე-სგან, რომელიც ბევრ ბინაში დგას, მავნეა ჯანმრთელობისათვის. ფისი, რომელიც ავეჯის ფილებს ერთმანეთთან აერთებს, ფორმალდეგიდს გამოყოფს, რომელიც თვალის ლორწოვან გარსს და სასუნთქ გზებს აღიზიანებს, იწვევს თავის ტკივილს და ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების წარმოშობას.

ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებათა შავ სიაში, რომლებიც ჩვენს ბინებშია, შედის სტიროლი, ბენზოლი, ტოლუოლი, ფენოლი და სხვა ნაერთები, რომლებსაც გამოყოფენ მშენებლობისათვის გამოყენებული პოლიმერები (კარი, ფანჯრების ბლოკები, ჰიდრო- და თბოიზოლაცია).

პოლიმერები: ლინოლეუმი, ხალიჩის საფარველი, წყალგამძლე შპალერი და ა.შ. ყოველთვის არ გვაქვს საკმარისი თანხა რეალურად კარგი ხარისხის ნაწარმის შესაძენად, ჰიგიენური სერტიფიკატით და იმ გარანტიით, რომ გარემოს დაბინძურების დონე არ გასცდება დასაშვებ ზღვარს, ამიტომ, ხშირად ბინებში არასერტიფიცირებული, გაურკვეველი წარმოშობის იაფი საქონელი ჩნდება.

არც საყოფაცხოვრებო გაზია უსაფრთხო: წვის დროს ჰაერში გამოყოფილი ნახშირბადის ზეჟანგი, აზოტის ნაერთები, არომატული ნახშირწყალბადები - ნეგატიურად აისახება ჯანმრთელობაზე. თუ სახლში მწეველებიც არიან, მაშინ თამბაქოს ბოლი აზბესტთან და რადონთან ურთიერთქმედების შედეგად, იწვევს ფილტვების სერიოზულ დაავადებებს.

აზბესტის ფილები არ არის სახიფათო, სანამ არ დაირღვევა მათი მთლიანობა, მაგრამ თუ რემონტის დაწყებას გადაწყვეტთ, მისი მსვლელობისას ჰაერში გაჩნდება აზბესტის ბოჭკოები, რომლებიც ხვდება სასუნთქ გზებში. 

ერთი შეხედვით სუფთა ბინაში ჰაერი მაინც შეიძლება იყოს დაბინძურებული - შეიცავდეს ბიოაეროზოლებს: ყვავილის მტვერს, მტვრის ტკიპებს, ქერტლს, სოკოს (სპორებითა და მიცელიებით). მათი უმეტესობა არ არის ინფექციური, თუმცა შეუძლიათ გამოიწვიონ ალერგია, განსაკუთრებით ბავშვებში ან ავადმყოფობით დაუძლურებულ ადამიანებში. შენობის საჰაერო ატმოსფეროში არსებული ბაქტერიები და ვირუსები კი არც თუ იშვიათად, ხდება მრავალი დაავადების საფუძველი.

სპონტანურმა ელექტრომაგნიტურმა ველებმა თქვენს ჯანმრთელობას რომ ზიანი არ მიაყენოს, დამაგრძელებლის საშუალებით ერთ ჩამრთველში არ ჩართოთ ერთდროულად რამდენიმე ელექტროხელსაწყო. უფრო გონივრული იქნება, დაამონტაჟოთ ყოველ ოთახში რამდენიმე როზეტი დამიწებით.

დასუფთავება, მოწევის აკრძალვა, ოთახის ყვავილების არსებობა მხოლოდ სარგებლობას მოუტანს თქვენი სახლის ატმოსფეროს.

იფიქრეთ ჰაერის გამწმენდისა და იონიზატორის შეძენაზე ან კარგი კონდიცირების სისტემის შექმნაზე. ნუ ჩახერგავთ და გადატვირთათ სახლს ზედმეტი ავეჯით, მოფარდაგებითა და ხალიჩებით.

რემონტისათვის შეეცადეთ, შეიძინოთ ხარისხიანი სერტიფიცირებული მასალა, ნუ გააკეთებთ ეკონომიას საკუთარ ჯანმრთელობაზე!

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1021 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​