15:28
ჯანსაღი სადღესასწაულო სუფრის 6 წესი


დღესასწაულები მხოლოდ სიხარული, მხიარულება, მეგობრებთან შეხვედრა, საჩუქრები, უქმეები კი არა... სადღესასწაულო სუფრაცაა, რომელიც, რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩვენს უმრავლესობას ბევრ უსიამოვნებას გადაჰყრის ხოლმე. სიმძიმის გრძნობა, მუცლის შებერილობა, კუჭის წვა, ზედმეტი წონა, ქრონიკულ დაავადებათა გამწვავება, გამონაყარი - ეს ყველაფერი ქეიფის აუცილებელი ატრიბუტი ხდება და ხშირად ლხინის სიხარულიც უკვალოდ ქრება.

დღეს იმაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ გავხადოთ სადღესასწაულო სუფრა “ჯანსაღი”, ხოლო კერძები - უფრო მსუბუქი და ნაკლებკალორიული. თან ეს ისე უნდა მოხერხდეს, რომ ცვლილებები სტუმრებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს:

1. კერძების მოსამზადებლად გამოიყენეთ უჯრედისის შემცველი ბევრი პროდუქტი: ასეთი საკვები ძალიან სწრაფად ბადებს დანაყრების შეგრნებას მცირე ულუფების შემთხვევაშიც.

ა) მაგიდაზე მთლიანმარცვლებიანი ან ქატოს პური დადეთ. 
ბ) გამოიყენეთ მეტი მწვანილი, ბოსტნეული და ხილი.
გ) შეარჩიეთ ისეთი რეცეპტები, რომლებშიც ჩართულია ლობიო, ნიგოზი ან თხილი, მზესუმზირა.

2. შეცვალეთ კონსერვირებული მაღაზიის წვენი კომპოტით ან მორსით (წიწიქურა): წვენში და წვენის შემცველ სასმელებში ბევრი შაქარია. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მათში შაქრის შემცველობა 250-გრამიან შეფუთვაში ხანდახან 6 ჩაის კოვზ შაქარს აღწევს. ამიტომ მათში საკმაოდ ბევრი კალორიაა. ასე მაგალითად, 1 ლიტრ ყურძნის წვენში - დაახლოებით 1100, ხოლო ვაშლის წვენში - დაახლოებით 900. თანაც წვენების უმეტესობა მადას აძლიერებს. სახლის მორსისა და კომპოტის შაქრიანობა კი შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ. სასმელის გემოს გაუმჯობესება ლიმონის წვენითა და ახალი პიტნის ერთი პატარა ღეროთი შეიძლება.

3. შეარჩიეთ ისეთი რეცეპტები, რომლებშიც არაა საჭირო ინგრედიენტების შეწვა: მომზადების ყველაზე სასარგებლო ხერხია ორთქლზე მომზადება ან მობრაწვა.

4. ინგრედიენტების შერჩევისას, განცალკევებული კვების პრინციპების გაითვალისწინეთ. ამ პრინციპის მომხრეები თვლიან, რომ როცა კუჭში ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტი ხვდება, მათი გადამუშავება რთულდება. ზოგისთვის ეს საკმაოდ სადავო საკითხია, თუმცა სიმართლის მარცვალი მასში უეჭველად არის.

სხვადასხვა პროდუქტის თავსებადობა: 

  • ერთმანეთს არ აურიოთ: პური, კარტოფილი, ბარდა, ბანანი, ფინიკი, სხვა ნახშირწყლებიანი პროდუქტი და ლიმონი, ფორთოხლი, გრეიფრუტი, ანანასი, პომიდორი და სხვა მჟავე ხილი. 
  • ერთმანეთს არ აურიოთ: პური, მარცვლოვანი, კარტოფილი, ნამცხვრები, ტკბილი ხილი და ა.შ. არ უნდა შეერიოს ნიგოზს, ყველი და სხვა ცილოვანი საკვები. 
  • ერთმანეთს არ აურიოთ: ნიგოზი და ხორცი, კვერცხი და ხორცი, ან ყველი და თხილი, ყველი და კვერცხი და ა.შ. 
  • ერთმანეთს არ აურიოთ ნაღები, ნაღების კარაქი, მცენარეული ზეთი ხორცს, კვერცხს, ყველს, ნიგოზსა და სხვა ცილებს. 
  • არ აურიოთ ფორთოხალი, ლიმონი, პომიდორი, ანანასი და მისი მსგავსი ხორცს, კვერცხს, ყველსა და ნიგოზს. 
  • ჟელე, ჯემი, ხილის ნაღების კარაქი, შაქარი, თაფლი, სიროფები, ბადაგი და მისი მსგავსი პურზე ან მარცვლოვანთან, კარტოფილთან ერთად, ასევე შაქარი მარცვლოვანთან ერთად იწვევს დუღილს. 
  • არ შეიძლება ნესვის სხვა საკვებთან ერთად ჭამა. 
  • რძე ან ცალკე უნდა მიირთვათ, ან არ მიირთვათ საერთოდ.

5. აარჩიეთ დაბალკალორიული დესერტები ცხიმის ნაკლები შემცველობით. ეს შეიძლება იყოს მარმელადი, ზეფირი, უცხიმო ნაყინი, ხაჭოები, იოგურტები და სხვა ხილის ტორტი. თუ ტორტს სახლში აკეთებთ, მისი კალორიულობის შემცირება შემდეგი ხერხებით შეიძლება:

  • ბისკვიტების გაკეთების დროს, უმარგარინო და უკარაქო რეცეპტები შეარჩიეთ. 
  • კარაქის კრემი და შესქელებული რძე ხილფაფით შეცვალეთ. ის ორგანიზმისთვის უფრო ადვილად ათვისებადია და არ შეიცავს ცხიმებს. 
  • უარი თქვით ფენოვან ცომზე, რომელშიც ძალიან ბევრი ცხიმია.

მსუბუქი, ნაკლებცხიმიანი, ცილების მაღალი შემცველობის ბისკვიტები: 
1) 1 ჭიქა ფქვილი, 8 კვერცხი, 1 ჭ. შაქარი; 
2) 0,5 ჭიქა ფქვილი, 0,5 ჭიქა კრახმალი, 8 კვერცხი, 1 ჭ. შაქარი. 
3) 2 სუფრის კოვზი ფქვილი, 2 ს. კოვზი შაქარი, 5 კვერცხი.

6. მკაცრად მიუდექით პროდუქტების არჩევას: პროდუქტი ახალი და მაღალი ხარისხის უნდა იყოს. შეამოწმეთ ვარგისიანობის ვადა.

7. ჰიგიენა კერძების მომზადების დროსაც დაიცავით და ნადიმის დროსაც. ალბათ, არაერთხელ მომხდარა ისე, რომ ლხინი და ქეიფი ბევრ თანამესუფრეს საავადმყოფოში გაუტარებია.

 
Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1452 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​