15:26
როგორ მოვაშოროთ არასასიამოვნო სუნი


ჭურჭელზე თევზის, მჟავე კომბოსტოს და ნივრის სუნის მოსაცილებლად საჭიროა ისინი გავრეცხოთ ძმრიანი თბილი წყლით (2 ლ წყალზე 2 სუფრის კოვზი ძმარი). თევზის სუნი შეგძლიათ მოაშოროთ ცხელი, ძალიან მარილიანი წყლით.

ხელებზე და დანაზე თევზის სუნის გასაქრობად საკმარისია მცენარეული ზეთის წასმა.

ხელებზე ხახვისა და ნივრის სუნი ადვილად გაქრებ, თუ ცოტაოდენი ყავით გაიწმენდთ.

კარტოფილის გათლისას ხელები არ გაგიშავდებათ,თუ წინასწარ დაისველებთ ძმრით და შეიშრობთ.

თერმოსში არასასიამოვნო სუნის გასაქრობადსაკმარისია მასში გამოავლოთ ძმრიანი წყალი.

თუ სამუშაო ოთახში თამბაქოს კვამლი დაგროვდა და მისი განიავების საშუალება არ გაქვთ, ოთახში დაკიდეთ წყლით გაჟღენთილი ღრუბელი. ის შეისრუტავს მთელ კვამლს.

Category: რჩევები დიასახლისებს | Views: 1165 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​