15:03 50 კითხვა, რომელზეც 6 წლის ბავშვი უნდა პასუხობდეს | |
6 წლის ბავშვი უკვე საკმაოდ დიდია იმისათვის, რომ გაცნობიერებულად პასუხობდეს მარტივ და არც ისე მარტივ შეკითხვებსაც. სპეციალისტებმა შეადგინეს შეკითხვების სია, რომლებზეც სასურველია, რომ ყველა 6 წლის ბავშვი პასუხობდეს: - რამდენი წლის არის მამა (დედა, და, ძმა)? როდის აქვთ მათ დაბადების დღე? - სად მუშაობს მამა (დედა)? - რა ზომა ფეხი გაქვს? - როგორ უნდა გავუყაროთ ნემსში ძაფი? - როგორ უნდა დავაკეროთ ღილი? - რა უნდა გავაკეთოთ, თუ თითი გაგვეჭრა? - რა უნდა გააკეთო, თუკი თავი დაარტყი და გული გერევა? - როგორ უნდა დავრეკოთ ტელეფონზე? - დავუშვათ, ბანაობ (მდინარეში, ტბაში, ზღვაში). რა შემთხვევაში უნდა ამოხვიდე დაუყოვნებლივ წყლიდან? - სად არ უნდა მიირთვა ნაყინი? - როგორ უნდა მოიქცე მაგიდასთან? - რა შემთხვევაში იკბინება ფუტკარი? რა განსხვავებაა ფუტკარსა და კრაზანას შორის? - რისი ჭამა შეიძლება, როცა მუცელი გტკივა? - რისი ჭამა არ შეიძლება, თუკი კბილი გტკივა? - როგორი საჭმლის შემდეგ გწყურია წყალი? - რა რაოდენობით უნდა ვსვათ წყალი სიცხეში? - როგორ უნდა გავრეცხოთ ჭუჭყიანი ჭურჭელი? - როგორი კარტოფილი უფრო მალე იხარშება – მთლიანი თუ დაჭრილი? როგორ უნდა შევწვათ კარტოფილი? - როგორ უნდა გავთალოთ სწორად კარტოფილი (ახალი და ძველი)? როგორ გავთალოთ სტაფილო? - რად უნდა წავიღოთ უვარგისი საჭმლის ნარჩენები? - როგორ მოვამზადოთ ჩაი? რამდენი კოვზი შაქარი უნდა გავუკეთოთ ერთ ფინჯან ჩაის? - რა ღირს ერთი ბატონი პური (თეთრი ან შავი)? - შეიძლება თუ არა ძაღლის ისევე დაბანა, როგორც კატის? თუ შეიძლება, მაშინ როგორ? - სახლში გაზის სუნია? როგორ უნდა მოვიქცეთ? - როგორ გავწმინდოთ ფეხსაცმელი, გავრეცხოთ პერანგი? - სად არის უფრო სქელი ყინული? – წყალსაცავის ნაპირზე თუ სიღრმეში? - ძირს წყლის გუბეა? როგორი ჩვრით უმჯობესია მისი გაწმენდა – მშრალით თუ სველით? - რატომ არ შეიძლება, დამთვალიერებლებმა აჭამონ ცხოველებს ზოოპარკში? - როგორი ნაგავი უნდა მოვგავოთ სველი ცოცხით? - როგორ უნდა მოვიქცეთ სტუმრად ყოფნისას? - რა უყვარს ყველაზე მეტად მამას (დედას)? - რატომ არ შეიძლება მშენებლობის სიახლოვეს თამაში? - რამდენ ნაჭერ პურს ჭამ სადილად? | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1106 | |
Total comments: 0 | |