14:07
ბავშვისთვის სკოლის შეცვლა საშიშია!

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სკოლების ხშირი ცვლა ბავშვის ფსიქიკას ემუქრება. ბრიტანელმა მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს რამდენიმე ეტაპად. მათ 14 ათასი ორსული ჩართეს კვლევაში და რამდენიმე წელი აკვირდებოდნენ მათი შვილების შემდგომ განვითარებას. კვლევამ დაადასტურა, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც იცვლიდნენ საცხოვრებელ ადგილს და სკოლას, ფსიქიკური პრობლემები 60%-ით უფრო ხშირად ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვისი მშობლებიც უფრო სტაბილურად ცხოვრობდნენ და არ იცვლიდნენ ხშირად არც საცხოვრებელ ადგილს და არც სკოლას უცვლიდნენ მოზარდს.
შედეგები დაკავშირებულია სტრესთან, რომელსაც იღებს ბავშვი გარემოს შეცვლისგან. მას უწევს ახალი მეგობრების შეძენა, თანატოლებთან ურთიერთობების ხელახლა აწყობა, თავის დამკვიდრება, რაც ყველას იოლად არ გამოსდის და ბევრი ბავშვი ასეთ დროს საკუთარ თავშიც იკეთება, განსაკუთრებით, თუ არ აქვს ძლიერი ფსიქიკა. უცხო გარემოში თავის დამკვიდრება და ადაპტაცია უფროსებსაც კი უჭირთ, რომ აღარაფერი ვთქვათ პატარებზე. 
თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის, მეცნიერები ურჩევენ მშობლებს, მოარიდონ ბავშვებს მსგავსი სტრესები და თუ მაინც მოუხდათ ამგვარი ცვლილებების განხორციელება, მაქსიმალურად დაეხმარონ მოზარდს ადაპტირებაში და სიახლეებთან გამკლავებაში.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 791 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​