14:04 მზად არის თქვენი შვილი სკოლისთვის? - რა უნდა იცოდეს 6 წლის ბავშვმა | |
უნდა იცოდეს თუ არა ბავშვმა წერა-კითხვა სკოლაში შესვლამდე? სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ეს არ არის აუცილებელი. პირიქით, ზოგ შემთხვევაში, განსაკუთრებით, როცა ბავშვი ჰიპერაქტიურია, ფსიქოლოგები ურჩევენ, ბავშვს არ დააძალონ წერა-კითხვა, რომ მერე სკოლაში არ დაკარგოს ინტერესი. თუმცა ელემენტარული ხაზების გავლება, ფიგურების, ასოების ცნობა, სასურველია, იცოდეს. კიდევ რა არის აუცილებელი მინიმუმი, რაც სასკოლო ბავშვს მოეთხოვება? • უნდა იცოდეს თავისი სახელი, გვარი, მისამართი, ოჯახის წევრების სახელები. • იცოდეს წელიწადის დროები, თვეების სახელები, კვირის დღეები. არჩევდეს ფერებს. • ითვლიდეს 20-მდე. • შეეძლოს საგნების შედარება: უფრო დიდი, უფრო ნაკლები, თანაბარი. • შეეძლოს ერთნაირი ნივთების დაჯგუფება (ამგვარი, გონების გასავარჯიშებელი და გასაწაფი დავალებების შესრულებაში დაეხმარება საბავშვო ჟურნალები, სადაც განსხვავებები, ლაბირინთები, გონების სხვაგვარი სავარჯიშოებია). • საგნების ჯგუფში იპოვოს ზედმეტი. • გამოთქვას თავისი აზრი, ააგოს დასრულებული წინადადება (უნდა ჰქონდეს ლექსიკის გარკვეული მარაგი. ამისთვის აუცილებელია, ჰქონდეს წიგნებთან ურთიერთობა, ხშირად უკითხეთ წიგნები). • ჰქონდეს საკუთარი წარმოდგენა სამყაროზე: პროფესიებზე, ბუნებაზე, ცხოველებზე, მცენარეებზე. • იცოდეს საზოგადოებრივ ადგილებში ქცევის ელემენტარული წესები. • დაახლოებით ერკვეოდეს, რა არის მარცხენა, მარჯვენა, ქვემოთ, ზემოთ... • იოლად ურთიერთობდეს სხვა ბავშვებთან. • უფროსების დავალებებს ასრულებდეს. | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 905 | |
Total comments: 0 | |