14:01
ფსიქოლოგის რჩევები მომავალი პირველკლასელების მშობლებს

მშობლები, ვისი შვილიც პირველად მიდის სკოლაში, ფიქრობენ, როგორ შეაჩვიონ ისინი სკოლის რეჟიმს. როგორ შეეგუება ბავშვი პედაგოგებს და თანაკლასელებს. რა მოეთხოვება მას თავის ასაკში, რისი ცოდნაა საჭირო, ან როგორ მოვამზადოთ ცვლილებებისთვის, მკითხველების შეკითხვებს ფსიქოლოგი, სოფო მაისურაძე პასუხობს.


- ბავშვს არ უვლია საბავშვო ბაღში, მაინტერესებს, რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ბავშვი ან რა ტესტით შეიძლება შემოწმდეს მისი მზაობა სკოლისთვის?
-ბავშვის მზაობა სკოლისთვის რამდენიმე ასპექტით ფასდება და ერთერთი არის ფიზიკური მომწიფება. ბავშვი უნდა იყოს ისე განვითარებული, რომ თავისუფლად დაეუფლოს მოტორულ აპარატს. მნიშვნელოვანია ვიწრო კუნთების კოორდინირებული უნარის გამომუშავება, რაც აუცილებელია სასწავლო პროცესში, რადგან ბავშვმა უნდა შეძლოს წერისთვის აუცილებელი უნარების დაუფლება. მნიშვნელოვანია ასევე ინტელექტუალური ასპექტის მომწიფება, რაშიც იგულისხმება ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების წარმოსახვის პროცესები. ბავშვს უნდა შეეძლოს გამართულად წარმოთქვას სიტყვა. შეძლოს წინადადების აწყობა. უნდა შეეძლოს სურათის აღწერა, წაკითხულის გადმოცემა და სიტყვებს შორის გარკვეული მიმართებების დამყარება. მნიშვნელოვანია ასევე სოციალური და ემოციური მომწიფება. სოციალურში იგულისხმება უფრო ბავშვის მზაობა. მას სურვილი უნდა ჰქონდეს მონაწილეობა მიიღოს თანატოლებთან ურთიერთობაში, შეძლოს მათთან კომუნიკაციის დამყარება. ასევე უფროსებთანც. გაითვალისწინოს მშობლის და მასწავლებლის მითითება და შეეცადოს მათ შესრულებას. ძალიან მნიშვნელოვანია ემოციური მომწიფების თვალსაზრისით მშობელმა წინასწარ აუხსნას ბავშვს, თუ რისთვის ემზადება ის, ანუ წინასწარ აუღწეროს მაქსიმალურად ის გარემო სადაც ბავშვს მოუწევს მომავალში მოღვაწეობა. გააცნოს რა როლი აქვს მასწავლებელს, სკოლის მოსწავლეს და ამასთანავე ბავშვს უნდა შეეძლოს თვითსეფასების და თვითკონტროლის ელემენტარული უნარების გამომუშავება.
ბავშვი, რომელიც დადის ბაღში, არის უფრო განვითარებული ამ ასპექტების თვალსაზრისით. შეუძლია თანატოლებთან ურთიერთობა, ჩართვა, ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობის მიღება. მასწავლებლის მოსმენა, სკამზე მშვიდად ჯდომა. ბავშვი ასრის უფრო დამოუკიდბელი და შეუძლია საკუთარი აზრის დაცვა, სხვისი აზრის გათვალისწინება და თანამშრომლობის მეტი უნარი აქვს, ვიდრე იმ ბავშვს, რომელიც იზრდება სახლში. ამიტომ სასურველია, რომ სკოლის ასაკამდე ბავში ვატაროთ ბაღში თუნდაც ერთი წელი.

- ჩემმა შვილმა ანბანის ყველა ასობგერა იცის, მაგრამ ვერანაირად ვერ ვასწავლე გადაბმულად კითხვა, 6 წლის არის უკვე და ძალიან ვნერვიულობ.
-საინტერესოა რა ასაკში დაიწყო ბავშვმა წიგნის კითხვის ათვისება და რა სახის პრობლემასთან გვაქვს საქმე. თავდაპირველად როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვი სკოლაში, აქვთ მოლოდინი, რომ მარტივად შეძლებენ წერა-კითხვის დაუფლებას, გარკვეული პრობლემების გარეშე. მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენს ბავშვობას, ვნახავთ რომ გარკვეულწილად პრობლემები ყველა ბავშვს აქვს და ამისთვის მშობლებმა გარკვეული მოთმინება უნდა გამოიჩინონ. ამ ასპექტში ძალიან მიჭირს კონკრეტული რჩევის მიცემა მშობლისთვის. ამიტომ სასურველი იქნება თუ მშობელი მიმართავს პროფესიონალს, ფსიქოლოგს, ან მეტყველების თერაპევტს.

- რა შემთხვევაში მივცეთ ბავშვს თავისუფლება სწავლაში, რა მეთოდი უფრო ამართლებს, რომ წიგნის კითხვა შევაყვაროთ?
-ძალიან ფაქიზად უნდა მივუდგეთ ბავშვს. სასურველია მშობელმა გაითვალისწინოს, რომ როცა ბავშვი სწავლობას, ამ პროცესში საკუთარი შესაძლებლობების ვარჯიშს ახდენს. ასევე იძენს გარკვეულ ცოდნას. ყველაზე მნიშვნელოვანია ემოციური კვალი მეცადინეობის შემდეგ. ამიტომ თუ მშობელი ამ პროცესში არის ძალიან დაძაბული და ცდილობს ბავშვს დაძალებით და მითითებით ასწავლოს უფრო
სწრაფად, ასეთ შემთხვევაში ბავშვი უფრო იძაბება, იმიტომ, რომ მას უჭირს ძალიან. სასურველია მშობელი პოზიტიურად აფასებდეს ბავშვის თითოეულ წარმატებას. შესაძლებელია არ მოგწონდეთ როგორც წერდეს, მაგრამ წარმოუდგენელია ერთი ასოც არ იყოს იმ ნაწერში ისე დაწერილი, რომ ის პოზიტიურად შევაფასოთ. ბავშვი, რომელიც იღებს პოზიტიურ შეფასებებს, მას უფრო მეტი მოტივაცია აქვს, რომ უფრო კარგად ისწავლოს. ვიდრე მაშინ, როცა იღებს შენიშვნას. ასეთ შემთხვევაში ხდება ბავშვის დაძაბვა და ამ უნარების შესაძლებლობების ნაკლები გამოყენება.

- როგორ ვუშველოთ ბავშვის გონებაგაფანტულობას?
-გონებაგაფანტულობა არის ზოგადი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია რა სახის გონებაგაფანტულობაზე აქვს მშობელს საუბარი. ასევე რამდენად უშლის ბავშვს ეს სწავლის პროცესში ხელს. ვურჩევ მშობელს, რომ მიმართოს სპეციალისტს და უფრო დეტალურად მოხდეს ამის გაანალიზება და შემდგომ დაგეგმოს როგორ მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. რჩევის სახით გეტყვით, რომ მშობელს შეუძლია შეარჩიოს ისეთი გარემო, სადაც ბავშვი არის უფრო მშვიდად. მოარიდოს ფანჯარას, სათამაშო ნივთებს, რომ ყურადღება არ გაეფანტოს. ძალიან ხშირად მშობლები თავად სვამენ ბავშვს გარკვეულ როლში. თუ მშობელი ხშირად აღნიშნავს ბავშვის თანდასწრებით, რომ ის არის გონებაგაფანტული და უყურადღებო, (შესაძლებელია რაღაც მომენტში ბავშვმა ეს გამოავლინა), მაგრამ ხშირად ამის თქმა ბავშვს აყენებს ამ როლში და ძალაუნებურად მოქმედებს ამ როლიდან გამომდინარე. ამიტომ უმჯობესია მშობელმა აღნიშნოს ის მომენტი და პროცესი როცა ბავშვი უფრო ყურადღებით იყო სწავლის პროცესში ჩართული.

- რას იტყვით ბავშვის სკოლაში გახანგრძლივებულ ჯგუფში სწავლაზე. რამდენად სასარგებლო და ეფექტურია.
-თუ ბავშვი კარგად ჩაერთო სკოლის პროცესში, არ უჭის ურთიერთობა თანატოლებთან და მასწავლებელთან, ასეთ შემთახვევაში რა თქმა უნდა შესაძლებელია, იმიტომ, რომ დრესდღეობით მშობლებისთვის ძალიან კომფორტულია, ბავშვი იყოს დაკავებული მაშინ, როცა მშობელი სამსახურშია. თუკი ბავშვს თავდაპირველად ექნება ურთიერთობის პრობლემა, შეგუების პრობლემა სკოლაში, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია მშობელმა გაითვალისწინოს, რომ ბავშვი ჯერ შეეგუოს სკოლის სიტუაციას და შემდგომ მოხდეს გახანგრძლივებულის ჩართვა. მნიშვნელობა აქვს რამდენად კვალიფიციური იქნება მასწავლებელი.

როგორ შევაჩვიო ბავშვი სკოლის რეჟიმს, რომ სწავლის პროცესი შევაყვარო?
-თავდაპირველად ბავშვებს ძალიან უჭირთ რეჟიმის შედგენა, თვითკონტროლის უნარი ნაკლებად აქვთ განვითარებული, ამიტომ სასურველია მშობელი თავად იყოს ჩართული აქტიურად ბავშვის სწავლის პროცესში და შემდგომ უკვე, როცა ბავშვი წარმატებულად განახორციელებს სწავლის პროცესს ნელ-ნელა მშობელმა შეძლოს და გადააბაროს ბავშვს პასუხიმგებლობა. როცა მშობელი ამჩნევს, რომ ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად მეცადინეობა ის აუცილებლად უნდა იყოს წახალისებული. არის შემთხვევბი როდესაც მშობლები ზედემეტად ერთვებიან ამ პროცეში და ხელს უშლიან ბავშვს პასუხიმგებლობის გრძნობა განუვითარდეს.

- როგორ შევუწყოთ ბავშვს სწავლაში ხელი. როგორ მოვახერხოთ დროის გადანაწილება.
-სწავლა არის შემოქმედებითი პროცესი და სასურველია, მშობელი პოზიტიური ემოციით იყოს ჩართული. სასურველია აღინიშნოს ბავშვის თითოეული წარმატება და იმედი გამოთქვას, რომ ის მომავალში უკეთესად შეძლებს რაღაცის გაკეთებას. რაც შეეხება დროის რეჟიმს აქ შესაძლებელია ბავშვს შევუდგინოთ დღის განრიგი, სადაც თავად ავარჩევინებთ დროს, თუ როდის ურჩევნია მას დასვენება და მეცადინეობა. ასეთ შემთხვევასი ბავშვს უჩნდება განცდა, რომ მის აზრს პატივს სცემენ და უფრო მეტი სიხარულით და სიამოვნებით ერთვება სწავლის პროცესში.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 969 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​