13:58
ბავშვი სკოლის ამბებს არ გიყვებათ? - 20 ეშმაკური ხერხი, რომ გაიგოთ, როგორ მისდის სკოლაში საქმეები

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით მეტად უჭირს მშობელს მასთან თბილი და ახლო მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. მოზარდები უხილავ კედელს აღმართავენ ხოლმე მშობლების წინაშე, რომლის გადალახვა უფროსებს ძალიან უჭირთ. შვილთან კონტაქტი რომ არ დაკარგოს, მშობლებმა ზოგჯერ ფსიქოლოგიურ ხერხებსაც უნდა მიმართონ. ყველაზე ხშირი პრობლემა, რომლის განხილვა ბავშვებს სახლში არ უყვართ, სკოლაში შექმნილი სირთულეებია. მშობლებიც არ უდგებიან ამ საკითხს ყოველთვის კორექტულად. გთავაზობთ 20 ხერხს, რომ ათქმევინოთ ბავშვს, როგორ აქვს სკოლაში საქმეები, ისე, რომ პირდაპირ არ ჰკითხოთ ამის შესახებ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ თავად დარწმუნდებით, რომ ეს შესაძლებელია.  

1. რა იყო სკოლაში სასიამოვნო? (რა იყო ყველაზე ცუდი დღეს სკოლაში?)
2. აბა, გაიხსენე, დღეს რამ გაგაცინა?
3. ვინ გინდა, რომ იჯდეს შენ გვერდით კლასში? (ვინ არ გინდა, რომ იჯდეს?)
4.ყველაზე კარგი ადგილი სკოლაში რომელი გაქვთ?
5. დღეს რაიმე უცნაური ხომ არ გაგიგია სკოლაში?
6. შენი მასწავლებლები რომ სახლში დავპატიჟო, როგორ ფიქრობ, რას მომიყვებიან შენზე?
7. დაეხმარე ვინმეს დღეს?
8. შენ ხომ არ დაგეხმარა ვინმე?
9. დღეს რამე ახალი ხომ არ გაგიგია?
10. გაიხსენე, ყველაზე მეტად რამ გაგახარა დღეს?
11. მოსაწყენი დღე იყო?
12. უცხოპლანელეტელები რომ მოფრინდნენ სკოლაში და რომელიმე შენი კლასელი მოიტაცონ, ვინ გირჩევნია, რომ წაიყვანონ?
13. ვისთან თამაში გინდა ყველაზე მეტად?
14. დღეს რა სიტყვას იმეორებდა მასწავლებელი ყველაზე ხშირად?
15. უფრო მეტად რაზე გინდა, რომ სკოლაში გესაუბრებოდნენ?
16. ყველაზე ნაკლებად რისი კეთება მოგწონს სკოლაში?
17. დასვენებებზე ყველაზე ხშირად რა ადგილებში თამაშობ?
19. ვინ არის კლასში ყველაზე სასაცილო ბავშვი? რატომ არის სასაცილო?
20. ხვალვე რომ მასწავლებელი გახდე, რას გააკეთებდი?

20 შეკითხვა იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი უნდა დაუსვათ ბავშვს. მოზარდი რომ ამდენ შეკითხვას პასუხობდეს, მშობლებს ეშმაკური ხერხებიც აღარ დასჭირდებოდათ. ამ კითხვებიდან ამა თუ იმ სიტუაციისთვის შესაფერისები უნდა შეარჩიოთ, თავადაც მოიფიქროთ მსგავსი და შესაფერის დროს ჰკითხოთ. ეშმაკობაც ამაში მდგომარეობს. იმედია, პასუხები მრავლისმთქმელი იქნება. წარმატებებს გისურვებთ.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 867 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​