13:53
მასალის დამატება - რეცეპტები, რჩევები,სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია

ყველა მშობელმა იცის, რომ ჭადრაკზე სიარული ბავშვის განვითარებისთვის ძალიან კარგია. თუმცა კონკრეტულად რა სარგებლობა მოაქვს სპორტის ამ სახეობას, ბევრისთვის უცნობია. 
ჭადრაკი ინტელექტის კოეფიციენტს 15-25%-ით ამაღლებს. ააქტიურებს უმაღლესი მათეამატიკის, გეომეტრიისა და უცხო ენების შესწავლის ნიჭს. სპეციალისტების ერთი ნაწილი ირწმუნება, რომ ბავშვობიდან ჭადრაკით გატაცებულების სიცოცხლის ხანგრძლივობაც მატულობს, საშუალოდ, 20 წლით. კიდევ რა სარგებლობა მოიაქვს ჭადრაკს?
 
  • ჭადრაკი წესების დაცვას ასწავლის
  • ადამიანი ბავშვობიდან უნდა შეეჩვიოს ღირსეულად წაგებას, წესების დაცვას, სხვისი მოქმედების წინასწარ გათვლას.
  • ჭადრაკი ბავშვში ინტელექტუალური შრომისადმი ინტერსს აღძრავს. აიძულებს, ჯერ დაფიქრდეს, შემდეგ იმოქმედოს. ეს სასარგებლო უნარია, რადგან ბავშვების უმრავლესობა, როგორც წესი, პირიქით იქცევა.

თამაში თანდათან ასწავლეთ. თავიდან მხოლოდ პაიკებით, ან მეფითა და დედოფლით ეთამაშეთ. წოცა წესებს აითვისებს, დანარჩენი ფიგურებიც ჩართეთ.

ყველაზე მოუსვენარი ბავშვებისთვის აკადემიური სწავლება არაეფექტურია. ჯობს ისეთ სექციაში იაროს, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვი დადის და სწავლების ალტერნატიული მეთოდებია დანერგილი, თუნდაც კომპიუტერული სწავლება.

ჭადრაკი ააქტიურებს ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს. ეხმარება ზუსტი მეცნიერებების ათვისებაში.
ბავშვები, რომლებსაც მარცხენა ნახევარსფერო აქვთ განვითარებული, უფრო შემოქმედებითად აზროვნებენ და დიდ ინტერესს არ ამჟღავნებენ ჭადრაკის მიმართ. არადა სწორედ ეს თამაში დაეხმარება მათ მარჯვენა ნახევარსფეროს გააქტიურებაში. ასწავლის თავიანთი შთაგონების კარგად მართვას, მათემატიკური მეცნიერებების შესწავლას.  

წყნარი ბავშვებისთვის, ვისაც  მჯდომარე თამაშები უფრო მოსწონთ, ჭადრაკის შესწავლა კლასიკური მეთოდით უფრო უპრიანია. ოთახში დაუკიდეთ შავ-თეთრი დაფა და ის თავად მოგთხოვთ თამაშის შესწავლას. თუ სექციაზე არ შეიყვანთ, სწავლას წიგნებითაც მოახერხებს. 

ეს სპორტი ბევრ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს. ჯერ ცოდნა და გამოცდილება უნდა დაგროვდეს, შემდეგ წარმატებაც მოვა.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1015 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​