13:47
როგორ გავუადვილოთ მოზარდს სწავლის პროცესი

სასწავლო წელი დაიწყო, თანაც უფრო ხანგრძლივი, ვიდრე აქამდე იყო. მშობლების უმრავლესობა აღიარებს, რომ არდადეგების შემდეგ მოზარდის სწავლის პროცესში ჩართვა არც ისე იოლია. წელს სასწავლო წლის ხანგრძლივობა ორი კვირით გაიზარდა ზამთრის არდადეგების ხარჯზე, რომელიც ფსიქოლოგების აზრით, საკმაო პერიოდს მოიცავდა მოსწავლის კალაპოტიდან ამოსაგდებად. ამ ორი კვირის დამატებით, ახალ სასწავლო წელს მეტი შრომა მოუწევთ პედაგოგებსაც, მშობლებსაც და ნებისმიერი კლასის მოსწავლესაც.

 

კომპანია სილქნეტმა მომხმარებლებს სოციალურ-შემეცნებითი პროექტი "საშინაო სკოლა"ორი წლის წინ შეთავაზა SilkTV-ის სერვისის მეშვეობით, რომელიც ახალი ფორმატით და მეთოდით სასკოლო გაკვეთილების ათვისებაში ეხმარება მოსწავლეს, უზრუნველყოფს მშობელთა ჩართულობას საგანმანათლებლო პროცესში და ზრდის პედაგოგთა პროფესიული განვითარების დონეს.

სალექციო ხასიათის ვიდეო-გაკვეთილები, რომელსაც მეცნიერები და პროფესიონალი პედაგოგები კითხულობენ, სრულად შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას.

"საშინაო სკოლა", ინტეგრირებულია სილქნეტის სატელევიზიო სერვისში და საქართველოს მასშტაბით ხელმისაწვდომია SilkTV-ის ყველა მომხმარებლისთვის უფასოდ. მათ შეუძლიათ 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის და ისტორიის, ბიოლოგიიის და ფიზიკა- ქიმიის საგნების ნახვა და მოსმენა.

თუ მოსწავლე სკოლის პედაგოგის მიერ ახსნილ ამა თუ იმ საგანს, შემდეგ სასურველ დროს, ტელეეთერით, სახლის პირობებშიც გადაიმეორებს, უკეთეს შედეგს, უკეთეს ქულებს და საბოლოოდ უკეთესი საგრანტო შესაძლებლობები მიეცემა.

საგანმანათლებლო პროექტი "საშინაო სკოლა" ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა- ქიმიის სრულ სასკოლო პროგრამას მოიცავს, რაც მნიშვნელოვნად ეხმარება მოსწავლეებს ხარისხიანი განათლების მიღებასა და შიდასასკოლო გამოცდების წარმატებით ჩაბარებაში. საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეებმა, "საშინაო სკოლის" დახმარებით 2 თვეში გადაიმეორეს მთელი საგანი. გამოვლენილია "საშინაო სკოლის" ისეთი მომხმარებლებიც, რომლებმაც უმაღლესში ჩაბარებისას 100% გრანტი აიღეს. მოსწავლეებთან და მშობლებთან საუბრისას გაირკვა, რომ სწავლების ამ მეთოდს შეუძლია რეპეტიტორის ჩანაცვლებაც კი.

ლევანი, რომელიც მეათე კლასში გადავიდა ყოველდღიურად სასკოლო გაკვეთილების მომზადების აუცილებლობის წინაშე დგას, ამბობს, რომ Silk TV-ის "საშინაო სკოლა" ამ პროცესს მნიშვნელოვნად უადვილებს. "მეძლევა შესაძლებლობა, რამდენჯერმე მოვუსმინო ერთი და იგივე გაკვეთილს, არ ვარ შეზღუდული დროში. გადახვევა-დაპაუზების რეჟიმით ვამზადებ თითოეულ საგანს საგანს. ჯერ ვკითხულობ გაკვეთილს წიგნიდან, შემდეგ ვეძებ "საშინაო სკოლის" ჩამონათვალში იგივე თემატიკას. მომწონს, რომ "საშინაო სკოლის" პედაგოგები გარდა იმისა, რომ გაკვეთილს ხსნიან, დამატებით წყაროებსაც იშველიებენ."

პროექტის უნიკალურობა მის ინტერაქტიურობაშია. სილქტივის მომხმარებელი ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.

პროექტით "საშინაო სკოლა" კომპანია სილქნეტმა საფუძველი ჩაუყარა სწავლების ახალ მეთოდს და თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, ახალი თაობისთვის სასკოლო პროგრამა უფრო მისაღები გახადა.

"საშინაო სკოლა" დინამიური პროექტია, რომელიც ყოველთვის აყვება ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებს და შესაბამისად განახლებადიცაა.

SILK TV სერვისს ამჟამად 100 000 მდე მომხმარებელი ყავს და არჩეული პაკეტის მიუხედავად, ეროვნული სასკოლო პროგრამა ყველა მათგანისთვის გააქტიურებულია უფასოდ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

SILK TV სერვისზე დარეგისტრირება შესაძლებელია ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით.

R

Category: რჩევები მშობლებს | Views: 1035 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​