13:45
"აღარ მინდა სკოლა! არ ვისწავლი!" - როგორ დავეხმაროთ ბავშვს სკოლასთან შეგუებაში

ნებისმიერი ბავშვი ბუნებით ცნობისმოყვარეა. სკოლაც ხომ ამისთვისაა? ინტერესები უნდა დაუკმაყოფილოს. არადა ზოგჯერ პირიქით ხდება - ბავშვს გაგონებაც არ უნდა სწავლისა და სკოლის. იქ მიღებული ცოდნა და ცოდნის მიღების პროცესიც მოსაწყენი ეჩვენება. ამიტომ სწავლებაში ხალისიანი ელემენტების შეტანა აუცილებელია. უნდა აგრძნიბინოთ, რომ რაც ისწავლა, მართლა საინტერესოა. მეცადინეობისას მასთან ერთად გაიოცეთ: "ხედავ, როგორ ყოფილა", "ეს არც მე ვიცოდი". ანუ არ აგრძნობინოთ, რომ ყველაფერი, რაც სახელმძღვანელოში წერია, თქვენთვის ნაცნობია. 

არ ეჩხუბოთ ნიშნის გამო
რვეულში დაბალი ნიშანი მართლაც ცუდი სანახავია. განა ამას ელოდით თქვენი შვილისგან? მაგრამ ნიშანი უკვე დაწერილია და ჩხუბით მას ვეღარ შეცვლით. სამაგიეროდ, როცა კარგ ნიშანს მიიღებს, ეს აუცილებლად ხმამაღლა აღნიშნეთ და შექებაც არ დაგავიწყდეთ. ამ ასაკში ბავშვს ჯერ კიდევ სჯერა მშობლების და თქვენი შექება, რომ ის ნიჭიერია, მას რწმენით აღავსებს.

განსაკუთრებით ბიჭების მშობლებს მართებთ მოთმინება. ცნობილია, რომ დაწყებით კლასებში ბიჭებს უფრო უჭირთ სკოლასთან ადაპტაცია. 

ყურადღება არ მოადუნოთ
რაც არ უნდა დაღლილი დაბრუნდეთ სამსახურიდან, მთელი ოჯახის სამყოფი საჭმელი გქონდეთ გასაკეთებელი და მთელი კოშკი ჭურჭელი დასარეცხი, მაინც გამონახეთ დრო და ბავშვს სკოლის ამბები გამოჰკითხეთ. ვისთან მეგობრობს, მასწავლებელმა რა უთხრა, რა ჰკითხეს, რა ვერ უპასუხა... უნდა დარწმუნდეს, რომ მისი სასკოლო ცხოვრება თქვენთვისაც საინტერესოა, რომ სულ ერთი არ არის მისი ბავშვური გატაცებები და პრობლემები. არ დაგავიწყდეთ, რომ დროდადრო მასწავლებელს შეეხმიანოთ და მოუსმინოთ. ისინიც ადამიანები არიან, თვეების განმავლობაში უამრავი სათქმელი უგროვდებათ და კარგი იქნება, თუ მათი ამოთქმის საშუალებას მისცემთ.  

კრიზისული პერიოდები
სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე კრიტიკული პერიოდია. პირველკლასელებისთვის ეს სწავლის დაწყებიდან 4-6 კვირის განმავლობაში გრძელდება. მომდევნო კრიზისი პირველი სემესტრის ბოლოსაა, შემდეგი - ზამთრის არდადეგების შემდეგ. ამ პერიოდებში ყურადღებით გააკონტროლეთ ბავშვის ძილისა და კვების რეჟიმი, ასევე თვალყური ადევნეთ, რომ სრულფასოვნად გამოიძინოს.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 800 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​