13:44
როცა ბავშვი გახანგრძლივებულში რჩება – პედიატრის რჩევები


ბოლო დროს დატვირთული სამუშაო გარაფიკის გამო ბევრი მშობელი სარგებლოს სკოლის გახანგრძლივებული ჯგუფებით. გაკვეთილების შემდეგ ბავშვები სკოლაში რჩებიან და 9-დან 6 საათამდე პრაქტიკულად, ერთ ოთახში არიან მოქცეულნი.
ეს მომსახურება მშბლისთვის უდავოდ ხელსაყრელია, მაგრამ რამდენად მიზანშეწონილია ბავშვისთვის მთელი დღის სახლის გარეთ, საკლასო ოთახში გატარება? განსაკუთრებით, პატარისთვის, რომელიც ჯერ გაკვეთილზე ჯდომასაც კი ძლივს ეგუება?
პედიატრ ეკა კუციას სწორედ ასეთი შეკითხვით მივმართეთ: 
- რამდენად დასაშვებია ბავშვისთვის 9-დან 18 საათამდე სკოლაში ყოფნა? ვგულისხმობთ გახანგრძლივებულ სწავლებას. ჯანმრთელობის მხრივ რა უარყოფითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას?
- აშშ-ში ეს საკითხი დიდი განხილვის საგანია, რადგან უფრო და უფრო აქტიურად შემოდის გახანგრძლივებული სწავლება, მოტივით - თავიდანვე შეაჩვიონ ბავშვები სრულ სამუშაო დღეს და აამაღლონ სწავლების დონე, და თანაც მშობლებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ ბავშვებისთვის. ბევრი სოციალური გამოკითხვა ჩატარდა ამის თაობაზე და ბევრი მშობელი უკმაყოფილოა, თუმცა ბევრი დაკავებული და საქმიანი მშობლისთვის ეს კომფორტია. ასეთი სკოლები ბევრად შეცვლილი სტრუქტურისაა, ადეკვატური სასწავლო რეჟიმით, კომბინირებულია ხელოვნების, სპორტულ და სხვა გასართობ სექციებთან.
აუცილებელია, ნებისმიერ ბავშვს ჰქონდეს ყოველდიური რეჟიმი: ერთსა და იმავე დროს ადგომა, საუზმე - დილიდან სწორი და აუცილებელი პროდუქტის მიწოდება და სითხის დალევა მნიშვნელოვანია. გაკვეთილებს შორის შესვენებების გონივრულად გამოყენება, დასვენება, აქტივობები სუფთა ჰაერზე, გარემოს შეცვლა, წახემსება. თუ სხვაგვარად არ შეიძლება და უნდა დარჩეს გახანგრძლივებულში, აუცილებლად გაატანეთ თქვენს ბავშვს სკოლაში - წყალი და წასახემსებელი საკვები: ხილი ან ბოსტნეული, ყველიანი პური (ნუ გაატანთ კოკა-კოლას, მარილიან ჩხირებს, ჩიფსებს, მარილიან თხილს და ტკბილ წვენებს). საერთოდ, ასეთ გახანგრძლივებულ სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს სრულფასოვანი და ჯანსაღი სადილი ან სამხარი. სპორტული აქტივობები და ადეკვატური დასვენება; 
თუმცა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის ასაკს და ოჯახურ გარემოს, ანუ იმ წეს-ჩვეულებებს, რასაც სახლშია მიჩვეული. რაც უფრო მცირე ასაკისაა ბავშვი, მით უფრო უჭირს მას სკოლაში ხანგრძლივად ყოფნა და ოჯახისგან დაშორება. 
ბავშვს ნებისმიერ ასაკში უჭირს მუდმივად მხოლოდ წიგნებზე ფიქრი და სწავლა, ზედმეტად ბევრ აკადემიურ მიღწევებს ნუ მოვთხოვთ, რადგანაც ბავშვის ძირითადი საქმე არის - თამაში, რასაც სკოლაში მოკლებულია (თუმცა არის სკოლები, სადაც თამაშს დიდი ყურადღება ექცევა). ნუ მოვაკლებთ ბავშვს ამ სიამოვნებას, რადგანაც ასაკის შესაბამისი თამაშის დროს ვითარდება ბავშვი ყველაზე კარგად ემოციურად, გონებრივად და ფიზიკურად.
არსებობს სტატისტიკური მონაცემები სკოლასთან დაკავშირებული სტრესის შესახებ. არის ამის ბევრი მაგალითი ყველა ასაკობრივ ჯგუფში. მასობრივი და ღირებული კვლევები არ ჩატარებულა იმის თაობაზე, სამედიცინო თვალსაზრისით მავნეა თუ სასარგებლო გახანგრძლივებული სკოლა, ამიტომ ავ-კარგიანობას ვერ დავამტკიცებ.
თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნე, თუ კომპლექსურად და ჭკვიანად დაიგეგმა გახანგრძლივებული სკოლა, მთელი რიგი სპეციალისტების (პედაგოგები, ფსიქოლოგები, სოციალური მუშაკები, ექიმები, დიეტოლოგები) და მშობლების ჩართვით, შესაძლოა ასეთი სკოლის გარემოში აღზრდა ბავშვის სწორი ზრდა-განვითარებისთვის ხელსაყრელი იყოს.
 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 910 | Added by: user | Tags: რჩევები მსობლებს
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​