13:21
სწორად შეურჩიეთ პირველკლასელს საწერი კალამი - შერჩევის 8 კრიტერიუმი

პირველკლასელისთვის კალამი პრაქტიკულად ნომერ პირველი  სასწავლო ნივთია. ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბავშვის წერის მანერასა და ჩვევაზე. ამიტომ ამ საკანცელარიო ნივთის შერჩევას ცოდნა სჭირდება. გთავაზობთ მისი შერჩევის 8 კრიტერიუმს. 

1. პირველკლასელის საწერი კალამი მსუბუქი უნდა იყოს და არცთუ ისე გრძელი - მაქსიმუმ 13 სანტიმეტრი.
2. ხელში მოხერხებულად უნდა ეჭიროს. თუ ხედავთ, რომ კალამს ხელში აწვალებს და ვერ იხერხებს, ესე იგი სხვა კალამი უნდა სცადოთ.
3. ხელში არ უნდა ცურავდეს. ჩვეულებრივი ბურთულებიანი კალამი საკმარისია, ოღონდ უპირატესობა მიანიჭეთ მათ, რომლებსაც წვერთან ახლოს რეზინის საფარი აქვთ, ან მთლიანად ხაიანი ზედაპირით არიან დაფარულნი. ამ საფარის წყალობით ბავშვის თითები კალამზე აღარ ისრიალებს.
4. მელანი საკმარისად მუქი უნდა იყოს, თუმცა არც ისე სქელი, რომ "იდღაბნებოდეს", თხელ ხაზს უნდა ტოვებდეს და მკვეთრი სუნი არ უნდა ჰქონდეს.
5. პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის ნამდვილი "მისწრებაა" კალმები, რომლებსაც მელნის წამშლელი საშლელი ახლავს თან.
6. თავსახურიანი კალმებისგან ჯობია თავი შეიკავოთ, რადგან ბავშვები ხშირად იდებენ პირში და ზოგჯერ სასუნთქ გზებშიც ხვდება. 
7. არსებობს სპეციალური კალმები დამწყებთათვის - არასწორად დახრის შემდეგ მელანი არ გადმოდის. ეს წერის სწორი მანერის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
8. არსებობს მოსაზრება, რომ ბავშვებისთვის ყველაზე შესაფერისი ფორმა სამწახნაგოვანი კალამია. საკმაოდ პოპულარულია ასეთივე ფორმის ფანქრებიც.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 838 | Added by: user | Tags: რჩევები მშობლებს
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​