13:13
როგორ უნდა იყოს განათებული მოსწავლის სამეცადინო მაგიდა - სწორად შეარჩიეთ მაგიდის სანათი

მოსწავლის სასკოლო ატრიბუტებიდან მაგიდის სანათს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ვინაიდან ბავშვები რატომღაც საღამოობით იწყებენ გაკვეთილების მომზადებას, მაგიდის კარგად განათებაც სჭირდებათ. როგორ შევურჩიოთ მოსწავლეს მაგიდის სანათი?
სანათი, რომელიც მოსწავლემ უნდა გამოიყენოს, უნდა იყოს პირველ რიგში უსაფრთხო და მარტივად მოსახმარი. ყველაზე მოხერხებულია მოძრავ ღეროზე დამონტაჟებული სანათი, რომელიც მაგიდის ზედაპირზე მჭიდროდ მაგრდება. სინათლის წყაროს სხვადასხვა მიმართულებით ტრიალი უფრო გააფართოებს "სამუშაო ზონას", სამაგრი კი მას გადმოვარდნისგან დაიცავს.

სანათის ხუფი (ე.წ. პლაფონი) გამჭვირვალე არ უნდა იყოს. სინათლის სხივს მაგიდისკენ უნდა მიმართავდეს და არა ბავშვის თვალებისკენ. ხუფს არეკვლის ფუნქცია უნდა ჰქონდეს, რათა მისგან გამომავალი სინათლე არა სწორხაზოვანი, არამედ ოდნავ "გაბნეული" იყოს.  

დღეს სანათებზე ხშირად იყენებენ ე.წ. დღის განათების ან ეკონომიურ ლუმინესცენტიურ ნათურებს. ისინი ცივ თეთრ შუქს ასხივებენ, რომელიც ადამიანის თვალისთვის ბუნებრივი არ არის. ამიტომ მოსწავლისთვის ჯობს, ისევ ჩვეულებრივი თეთრი ზედაპირით დაფარული ან დიოდური ნათურა იყიდოთ.   

თუ ბავშვი მარჯვენა ხელით წერს, სინათლე მარცხენა მხრიდან უნდა ანათებდეს, თუ ცაციაა - მარჯვნიდან. სინათლე მაგიდას უნდა ეცემოდეს და არ უნდა აშუქებდეს ბავშვს თვალებში.  ამ ეფექტების მიღწევა უფრო გაგიადვიალდებთ, თუ სანათი მოძრავ და მაღალ ღეროზე იქნება დამაგრებული. მაგიდის ზედაპირი კარგად უნდა განათდეს, მაგრამ არც ძალიან უნდა კაშკაშებდეს. სანათზე 40-60-ვატიანი სიმძლავრის ნათურა სავსებით საკმარისია.  
არ დაგავიწყდეთ, ბავშვისთვის მაგიდის სანათი ოთახის ძირითად განათებასთან ერთად უნდა გამოიყენოთ და არა სიბნელეში.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 863 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​