13:06
ბიჭებს უცხო ენის ათვისების განსხვავებული უნარი აქვთ - რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა

მშობლები და მასწავლებლები მიეჩვივნენ იმ აზრს, რომ გოგონები უფრო წარმატებული მოსწავლეები არიან, ვიდრე ბიჭები. თუმცა საქმე მხოლოდ იმაში არ არის, რომ გარკვეულ ასაკამდე ბიჭები გოგონებს ათვისების უნარით ჩამორჩებიან, უბრალოდ ისინი სხვანაირად ითვისებენ სახელმძღვანელოებში წარმოდგენილ მასალას. მასწავლებლებიც, ძირითადად, ქალები არიან და ნაკლებად ითვალისწინებენ ბიჭების ათვისების უნარის თავისებურებებს, აქედან გამომდინარეობს დაბალი მოსწრებაც.

ბრიტანელმა მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: პირველკლასელებს უცხო ენაში რამდენიმე 
ზმნის, როგორც წესიერის, ისე არაწესიერის დამახსოვრება სთხოვეს. დავალებაში შედიოდა ზმნები წარსულსა და მომავალ დროში.  შემდეგ კი წინადადებები მისცეს, სადაც ზმნა ახლანდელ დროში იყო მოცემული და იქვე წარსულ დროში უნდა გადაეყვანათ. მაგალითად ასე: "მე კბილებს ყოველთვის ვიხეხავ, მაგრამ გუშინ არ ...(გამიხეხავს)".

შედეგები ასეთი გახლდათ: გოგონებმა ზმნები უშეცდომოდ ჩასვეს, რადგან უკეთ დაიმახსოვრეს სიტყვის შედგენილობა. ბიჭები ბევრჯერ შეცდნენ არაწესიერ ზმნებთან მიმართებაში, რადგან სწორად გამოიცვნეს ჩასმის წესი, რომელსაც არაწესიერი ზმნები არ ემთხვევა. 

შედეგებიდან გამომდინარე, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ უცხო ენის შემსწავლელ სასკოლო პროგრამებში აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ბიჭების აზროვნების ეს თავისებურება. ბიჭებს უნდა მისცენ საშუალება ამოიცნონ წესი და ისე გამოიყენონ. სინამდვილეში ხომ გონიერი მოსწავლე სწორედ კანონზომიერებით პოულობს სწორ პასუხს და არა ბგერათა დამთხვევის, ან კარგი მეხსიერების  წყალობით.
მშობლებმა და მასწავლებლებმა კი უნდა გაითვალისწინონ ეს თავისებურება და ბიჭს მეტად დაეხმარონ ახალი ცოდნის ათვისებაში, არა ჩხუბით და ყვირილით, არამედ მისთვის გასაგებად ახსნით.
Category: რჩევები მშობლებს | Views: 887 | Added by: user | Tags: უცხო ენა, შესწავლა, ბიჟები, ნიწი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​