10:33
რატომ ყვირიან ადამიანები?

ერთხელ მასწავლებელმა ჰკითხა თავის მოსწავლეებს:
- რატომ ყვირიან ადამიანები, როცა კამათობენ?
- იმიტომ, რომ სიმშვიდეს კარგავენ, - უპასუხა ერთმა.
- კი, მაგრამ ყვირილი რა საჭიროა, თუ მეორე ადამიანი გვერდით გიდგას? – იკითხა ისევ მასწავლებელმა, - ნუთუ არ შეიძლება, მას წყნარად ელაპარაკო? რა საჭიროა ყვირილი, როცა გაბრაზებული ხარ?
მოსწავლეებმა თავიანთი პასუხები შესთავაზეს, მაგრამ მასწავლებელს არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს უთხრა:
- როცა ადამიანები ერთმანეთით უკმაყოფილონი არიან და ჩხუბობენ, მათი გულები სცილდება ერთმანეთს. იმისთვის, რომ ეს მანძილი დაფარონ და ერთმანეთის ხმა გაიგონონ, ყვირილზე გადადიან. რაც უფრო მეტად ბრაზობენ, მით უფრო ხმამაღლა ყვირიან.
და რა ხდება, როცა ადამიანები შეყვარებულები არიან? ისინი არ ყვირიან, პირიქით, წყნარად ლაპარაკობენ. იმიტომ, რომ მათი გულები ძალიან ახლო-ახლოსაა, მანძილი მცირეა. როცა კიდევ უფრო უყვარდებათ, მაშინ არც ლაპარაკობენ, მხოლოდ ჩურჩულებენ და სულ უფრო უახლოვდებიან თავიანთ სიყვარულს. ბოლოს ჩურჩულიც კი არ არის საჭირო. მხოლოდ უყურებენ ერთმანეთს და ყველაფერი უსიტყვოდ ესმით. 
ჰოდა, როცა ჩხუბობთ, არ მისცეთ ნება თქვენს გულებს, რომ ერთმანეთს დაშორდნენ, ნუ იტყვით ისეთ სიტყვებს, რომლებიც კიდევ უფრო გაზრდის მანძილს თქვენ შორის. იმიტომ, რომ შეიძლება ისეთი დღეც დადგეს, როცა მანძილი ძალიან გაიზრდება და მას ვეღარაფერი უშველის.
Category: ზოგადი რჩევები | Views: 869 | Added by: user
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​