10:23
რას ნიშნავს "ფრიადოსნის სინდრომი" და ტესტი, რომელიც ამ სინდრომის აღმოჩენაში დაგეხმარებათ

გსმენიათ რამე პერფექციონისტების შესახებ? თანამედროვე ფსიქოლოგიაში პერფექციონისტებს უწოდებენ ადამიანებს, რომლებსაც მუდმივად სრულყოფისკენ, უნაკლობისკენ სწრაფვა ახასიათებთ. თითქოს შესანიშნავი თვისებაა, მაგრამ მეცნიერები გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამენ და პერფექციონიზმს "მაღალი სტანდარტების დაავადებას" ან "ფრიადოსნობის" სინდრომს უწოდებენ.

პერფექციონიზმი აღზრდის შედეგია. ყველა მშობელს სურს, მისი შვილი იდეალური იყოს და მუდმივად წარმატებისკენ მიისწრაფვოდეს.  მოიტანა ბავშვმა დაბალი შეფასება. მაშინვე ისმის კითხვა: რატომ მაღალი არა?დაიკავა მესამე ადგილი ოლიმპიადაში - რატომ პირველი არა? და ბავშვის ფსიქიკაში იდება პროგრამა: "დედასა და მამას ვეყვარები, თუ ვიქნები ყველაზე უკეთესი". პერფექციონისტი, რომელიც მუდმივად გარშემო მყოფთა შეფასებებზეა დამოკიდებული, მუდმივი სტრესის მდგომარეობაში იმყოფება. სწორედ აქედან იღებს სათავეს ფსიქოსომატური დაავადებები, ნერვული დარღვევები. საბედნიეროდ, ყველა ბავშვს არ აწუხებს "ფრიადოსნის" სინდრომი. ბევრისთვის მთავარია შემეცნების პროცესი და არა მაღალი ნიშნებით გამოხატული შედეგი. წარუმატებლობას ის მშვიდად, იუმორითაც კი ხვდება, სიამოვნებით ეხმარება თანაკლასელებს, როცა საჭიროა კარნახობს, აძლევს გადაწერის საშუალებას... თუ ბავშვს მხოლოდ მაღალი ნიშნების მიღებას სთხოვთ, დაფიქრდით: შეიძლებს კი ამ მძიმე ტვირთის ზიდვას ისე, რომ მის ფსიქიკას ზიანი არ მიადგეს? მაღალი ნიშნები ცხოვრებაში მთავარი არ არის. გაცილებით მნიშვნელოვანია ცოდნა, რომელიც მომავალში გამოადგება.
თუ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ შეიძლება თქვენ შვილს ზემოხსენებული სინდრომი აღენიშნებოდეს, უაპასუხეთ ამ შეკითხვებს.

სწავლაში მისი მთავარი მოტივი მაღალი ნიშნების მიღება, გარშემო მყოფთა მიერ აღიარება და აღფრთოვანებაა?

ნიშნის გამო შეუძლია ტყუილი თქვას?

ეჭვის თვალით უყურებს სხვის წარმატებას? შურს სხვისი?

მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას მტკივნეულად იღებს?

მისი თვითშეფასება არასტაბილურია: როცა აქებენ, ცამდე მაღლდება, როცა აკრიტიკებენ - ნულამდე ეცემა?

მზად არის წარმატებისთვის უარი თქვას მეგობრებთან ურთიერთობაზე, გართობაზე, გასეირნებაზე?

წარუმატებლობას დიდი ხნით გამოჰყავს წონასწორობიდან, აპათიაში, დეპრესიაში აგდებს?

აქვს ესა თუ ის ქრონიკული ან სომატური დაავადება?


თუ სამ და მეტ კითხვას უპასუხეთ "დიახ", სერიოზული საფუძველი გქონიათ დაფიქრდეთ, მეტისმეტად ბევრს ხომ არ სთხოვთ შვილს.

ეცადეთ, ბავშვს ცნობიერებაში არ ჩაებეჭდოს საშიში ფორმულა: "წარმატება=ქება=სიყვარულს", თორემ მოწიფულ ასაკშიც ეცდება, "გამოიმუშაოს" სიყვარული და პატისვისცემა.

ნუ წაუყენებთ ბავშვს არარეალურ მოთხოვნებს, ნუ დასჯით და ნუ უსაყვერებთ ცუდი ნიშნები გამო - ეს მხოლოდ მისი ბრალი არ არის. ფრიადოსნის კომპლექსს შესაძლოა საფუძვლად დაედოს არამარტო შექების სურვილი, არამედ დასჯისა და გაკიცხვის შიშიც.

შთაუნერგეთ რწმენა, რომ ნიშნებს არ შეუძლიათ თქვენს შორის არსებული სიყვარულს რამე დააკლოს.  ნუ დაგამწუხრებთ, თუ სხვა ბავშვებმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს. შეუფასეთ არა ზოგადად შედეგი, არამედ კონკრეტული შეცდომები თუ სწორად ამოხსნილი ვარიანტები. 

გამოუმუშავებთ ბავშვს ჯანსაღი დამოკიდებულბა წარუმატებლობის, მარცხის მიმართ. 

ამით იმის თქმა არ გვსურს, რომ ბავშვები მხოლოდ წარუმატებლობისთვის უნდა მოვამზადოთ. პირველ რიგში თქვენ, როგორც მშობელმა გააკეთეთ მაქსიმუმი, შეუქმენით ცოდნისა და განვითარებისთვის ყველა პირობა და თუ მან პირველობით ვერ გაგახარათ, ესე იგი არ არის მზად ამისთვის. პირველობა მხოლოდ ცოდნით არ მიიღწევა. ცოდნის სათანადო დროს სწორად გამოყენების უნარიც საჭიროა. ასევე ცოდნის წარმოჩენის ძალაც უნდა შეგწევდეს. ზოგიერთს ამის ბუნებრივი ნიჭი აქვს. ასე რომ, პირველობა არ არის არც ადვილი და არც გარდაუვალი აუცილებლობა. სკოლაში თუ ვერ ავლენს ნიჭს, ამის საშუალებას მომავალი ცხოვრებაც ბევრჯერ მისცემს, მას ხომ მთელი ცხოვრება წინ აქვს. ასე რომ, ნუ გაუჩენთ კომპლექსებს და ნუ მოიწამლავთ ცხოვრებას სასკოლო და საოლიმპიადო მიღწევების გამო. მიჰყევით თქვენს შესაძლებლობებს და შედეგით ოდესმე აუცილებლად იამაყებთ. 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 980 | Added by: user | Tags: ფრიადოსნის სინდრომი, პერფექციონიზმი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​