10:11 წლევანდელი შემოდგომა-ზამთრის მოდა ორსულებისთვის | |
ორსულობის დროს ყველა ქალი განსაკუთრებულად ლამაზია. თუმცა რაც შეეხება სამოსს, მუცლის გაზრდასთან ერთად, ბევრ ქალს უჭირს ხოლმე გადაწყვეტილების მიღება, რისი ჩაცმა ჯობს. ადრე ეს გაცილებით რთული იყო – ათწლეულების წინ ორსულთათვის მხოლოდ თავისუფალი კაბები და კომბინეზონები არსებობდა და დიდი არჩევანიც არ იყო. მით უმეტეს, ვერ შეარჩევდი მოდურ სამოსს შორის ორსულთათვის განკუთვნილ ეგზემპლარებს. დღეს, როცა უამრავი თავისუფალი, წელვადი (სტრეიჯი) სამოსია, არსებობს სპეციალური შარვლები ორსულთათვის, ქვედაბოლოები, ბლუზები და სხვადასხვა მოდურ სახლს ორსულთათვის განკუთვნილი ხაზებიც აქვს, გაცილებით მარტივია არჩევანის გაკეთება და მოდურად შემოსვა. თუმცა ამ დროსაც, სპეციალისტები გვირჩევენ, მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ორსულისთვის განკუთვნილი სამოსი, მოდურის გარდა, იყოს მოხერხებული და კომფორტული, კარგი ხარისხის ქსოვილისგან შეკერილი და მეტად ბუნებრივი. ამ ზამთარს ყველა მოდური ტრენდი და ტენდენცია ვრცელდება მომავალი დედების სამოსზეც. ჩვენ ამ წლის საორსულე მოდის რამდენიმე საინტერესო ნიმუშს გთავაზობთ, რომელიც დაგეხმარებათ იდეებით, რომ უკეთ შეარჩიოთ მოდური და კომფორტული სამოსი. | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1811 | | |
Total comments: 0 | |