09:53 დედებო, დრო არ გაქვთ თავის მოსავლელად? - აი, უმარტივესი რეცეპტები | |
ბევრს მუშაობთ და საკუთარი თავისთვის ცოტა დრო გრჩებათ? მაშ ეს რჩევები თქვენთვისაა! • მწვანე ჩაის კომპრესი სახის კანს დაატენიანებს და გამოაცოცხლებს. ერთი ჩაის კოვზი მწვანე ჩაი ჭიქაში ჩაყარეთ და ადუღებული წყალი დაასხით. რომ შეგრილდება, ბამბა დაასველეთ ნაყენში და სახეზე გადაისვით. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შეამჩნევთ, სახე როგორ გაპრიალდება. შენიშვნა: ჩაის ცხლად მაინც იშვიათად ვსვამთ დედები - ცნობილი ამბავია, დაისხამ და შეიძლება, საღამომდე ვეღარ მოახერხო დალევა. ჰოდა, ნაყენი შეიძლება თავისთავად გამზადდეს და სანამ დალევთ, ცოტა ფიალაში გადაასხით და სახის კანისთვის გამოიყენეთ. საერთოდაც, უფრო მეტად თუ მწვანე ჩაის დალევთ (ვიდრე შავს ან ყავას), თანაც, უშაქროს, ჯანმრთელობის ბევრ პრობლემასაც აიცილებთ თავიდან. • მარტივი "სკრაბი" სახის პილინგისთვის: ერთ სუფრის კოვზ დაფქულ ყავას ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი დაასხით, ერთმანეთში აურიეთ, მერე კი სახეზე (ან თუნდაც მთელ ტანზე) წაისვით წრიული მოძრაობებით. ეს საუკეთესო პილინგია, რის შემდეგაც თბილი წყლით უნდა დაიბანოთ სახე ან ტანზე შხაპი გადაივლოთ. • თუ მაკიაჟის წასმა გიწევთ, უმჯობესია, მაკიაჟის წასმამდე რამდენიმე წუთით ადრე რეტინოლის შემცველი კრემები გამოიყენოთ – ის კანს რეგენერაციაში ეხმარება. | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1168 | | |
Total comments: 0 | |