09:47
დედებო, გადაიღალეთ? – 7 მარტივი რჩევა ძალების აღსადგენად

გადაღლისა და გამუდმებული სტრესებისგან განსაკუთრებით ქალები იტანჯებიან. მათ ხომ დრო უნდა გაანაწილონ შვილებზე, საოჯახო თუ საგარეო საქმეებზე, ქმარზე... ეს არც ისე იოლია. უძილობას, ნერვიულობას, ფიზიკურ დატვირთვებს თავისი შედეგები მოაქვს. ფსიქოლოგები თუ მედიკოსები მოდუნების, დასვენების, რელაქსაციის სხვადასხვა საშუალებას გვთავაზობენ, შედარებით მარტივს:

1. ღრმად ისუნთქეთ - მაგალითად, მაღაზიაში ხართ, სალაროს რიგში. რამდენიმე თავისუფალი წუთი გაქვთ და თან ნერვები არ გყოფნით. მაშინვე გამონახეთ დრო ღრმა სუნთქვისთვის. თუნდაც 5 ნელი და ღრმა ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა გააკეთეთ. მაშინვე დაწყნარდებით. ასეთივე სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარებათ, როცა ბავშვი ძალიან გამოგიყვანთ წყობილებიდან – ნახავთ, როგორ იოლად დაწყნარდებით და შეიძლება, გადაიფიქროთ კიდეც ბავშვის დასჯა.
2. მეტი იმოძრავეთ - თუნდაც ისეთი სამუშაო გქონდეთ, რომ დიდხანს ჯდომა გიწევთ, არ დაგავიწყდეთ მოძრაობა, გავარჯიშება. მოიგონეთ რამე მიზეზი და ადექით ხოლმე, გაიარ-გამოიარეთ. გააკეთეთ მარტივი წრიული მოძრაობები ხელებით, თავი მიატრიალ-მოატრიალეთ. სხეულსაც გამოაფხიზლებთ და უკეთაც იმუშავებთ.
3. ისეირნეთ - სუფთა ჰაერზე სეირნობა ყველასთვის კარგია, განსაკუთრებით, დაძაბული და გადაღლილი ადამიანისთვის. ახლა ბევრი მიზეზი გაქვთ ამისთვის – ბავშვიც გაასეირნეთ და თქვენც ისეირნეთ. ოღონდ ბავშვთან ერთად უნდა იმოძრაოთ თქვენც, და არა ისე, რომ ბავშვი თამაშობდეს და თქვენ ერთი საათი სკამზე იჯდეთ.
4. იოცნებეთ - არ დაივიწყოთ ოცნება. თუნდაც დღეში რამდენიმე წუთს. ეს ახალ ძალებს შეგმატებთ. დაგეხმარებათ მიზანზე კონცენტრირებაში, სწორი გადაწყვეტილებებისკენ გიბიძგებთ.
5. არ დაივიწყოთ ღიმილი - ყოველთვის შეგიძლიათ მოძებნოთ საბაბი ღიმილისთვის. ბავშვები იმდენ სახალისო რამეს აკეთებენ, ამაზე ხშირად გაგეღიმებათ, მთავარია, სწორად შეხედოთ ყველაფერს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კარგი განწყობა მოდის არა მხოლოდ პოზიტიური ემოციებით, არამედ პოზიტიური ემოციები ღიმილსაც მოაქვს. გაიხსენეთ რაიმე სახალისო მომენტი თქვენი ცხოვრებიდან, მხიარული მულტფილმი, ფილმი და გაიღიმეთ. 
6. ხშირად იხუმრეთ - ჯანსაღი იუმორი ყველასთვის კარგია. ალბათ შეგიმჩნევიათ, დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს როგორ იოლად გეცინებათ სულელურ ხუმრობებზეც კი. ამგვარად გამოდის დაძაბულობიდან ადამიანი.
7. ყოველთვის გახსოვდეთ: რაც უნდა ცუდი რამ მოხდეს, ყოველთვის შეიძლება იფიქრო, რომ ამაზე უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო და გახსოვდეთ ისიც, რომ გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. გახსოვდეთ, რომ თქვენ უკვე ხართ ძალიან ბედნიერი – თქვენ ხომ დედა გქვიათ!
Category: რჩევები მშობლებს | Views: 829 | Added by: user | Tags: დაღლილობა, დედები
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​