09:36
"პაკეტის" წვენების სიკეთე და სიავე


წვენების სარგებლობაზე არაერთხელ გვსმენია, მაგრამ ყველა სახის წვენი როდია ვიტამინებისა და სასარგებლო მიკროელემენტების წყარო. ერთი ჭიქა ახალგამოწურული წვენიც კი ბავშვის კუჭ-ნაწლავისთვის სერიოზული დატვირთვაა, თუმცა ზომიერად მისი მიღება ძალიან სასარგებლოა. ამჯერად კი სუპერმარკეტის დახლებზე გამოფენილ ე.წ. პაკეტის წვენებზე ვისაუბრებთ. 

რომელი ასაკიდან შეიძლება მათი მიღება?
თუ წვენის შეფუთვაზე ასაკობრივი მითითება არ გხვდებათ, ე.ი. მისი მიღება 3 წლამდე არ შეიძლება - შესაძლოა, კონსერვანტებსა და სხვა არასასურველ დანამატებს შეიცავს (ამის გამო არც 3 წლის შემდეგ გირჩევთ მის სისტემატურად მიღებას). ზოგჯერ შეფუთვაზე ასაკი მითითებულია. შესაძლოა ყუთს აწერია, რომ წვენის დალევა 3 თვიდან შეიძლება, მაგრამ ნუ მოტყუვდებით - ეს იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ამ ასაკში უნდა მისცეთ. 5-6 თვემდე ასეთი საკვები დანამატების მიცემა სასურველი არ არის. ჯობია შინ გამოწურული და წყალში გაზავებული წვენები მისცეთ. იმასაც დაუკვირდით - თუ ალერგიული რეაქცია გამოვლინდა, თავი შეიკავეთ.

სარგებელი
ბავშვებს შინაურ წვენებზე მეტად ნაყიდი მოსწონთ. ტკბილი სასმელები თითქოს განწყობასაც უმაღლებთ. გაღიზიანებული ბავშვი ადვილად წყნარდება, თუ საწრუპმიკრულ წვენის კოლოფს მიართმევთ. დაწვრილებით წაიკითხეთ ეტიკეტი. ნექტარი - ესაა სასმელი, რომელიც ნაწილობრივ შეიცავს ნატურალურ პროდუქტს. თუ ბავშვი არ იწუნებს, ჯობია შესთავაზოთ წვენი, რომელსაც ნაყოფის ნამცეცებიც მოჰყვება. ეს უფრო სასარგებლოა კუჭნაწლავის მოქმედებისთვის. 

მავნებლობა
წვენებით ზედმეტად გატაცებული ბავშვები ხშირად წყლის დალევაზე უარს ამბობენ. ეს მათი ორგანიზმისთვის საშიშია, წვენი წყალს ვერ შეცვლის. მასში ხომ დიდი რაოდენობით შაქარია, რომელიც კარიესს იწვევს. გარდა ამისა, ბავშვებს ჭამის დროსაც უყვართ წვენების მიყოლება, რასაც გაზების დაგროვება, შებერილობა და მუცლის ტკივილი მოჰყვება. წვენი ჭამამდე ნახევარი საათით ადრე უნდაც დალიოთ. 

დავალევინოთ თუ არა?
როგორც ყველა პროდუქტის შემთხვევაში, აქაც ზომიერებაა საჭირო. ბავშვის გასეირნებისას ერთი პატარა კოლოფი წვენის ყიდვა ერთია და სახლის მაცივარში მუდმივად თითო პაკეტი წვენის ქონა - მეორე. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მისი დალევა სულაც არაა საჭირო. მთავარია, წვენი ასაკის მიხედვით შეარჩიოთ და ძალიან ნუ გაგიტაცებთ ეგზოტიკური ვარიანტები. კვლევებმა დაადასტურა, რომ ვაშლის წვენები ყველაზე ნაკლები რაოდენობით შეიცავს საღებავებს და არომატიზატორებს. 
Category: რჩევები მშობლებს | Views: 856 | Added by: user | Tags: წვენები, საკვები, სასარგებლო, ბავშვის კვება, კონსერვანტები
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​