09:18
ჩვილის დღიური, ანუ "როგორ მელოდნენ"

14 თებერვალი. დღეს ჩემმა მშობლებმა სიცოცხლე მაჩუქეს. თუმცა, თვითონ ჯერ არ იციან. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებათ. ისეთებს, როგორიც მე ვარ, "სიყვარულის პირმშოს" უწოდებენ – დედას და მამას ხომ ერთმანეთი ძალიან უყვართ.

25 თებერვალი. დედას პირველი ეჭვები გაუჩნდა, მაგრამ არ ჯერა. მამა არაფერს ამბობს. უთხარი რა მამას! არ ეუბნება... წავიდა, ტესტი იყიდა. 

4 მარტი. დედას ორი ხაზი აქვს ტესტზე. არ სჯერა თავისი ბედნიერების და სააბაზანო ოთახში დაბორიალობს. დაწყნარდი, დამშვიდდი, ახლა ფემხმძიმე ქალი ხარ. მამას მისწერა მესიჯი: "სერიოზულად უნდა ვილაპარაკოთ". ამაზე სულელური ვერაფერი მოიგონა. მამა მაინც მიხვდა, სახლში გაღიმებული მოვიდა. დედა ეუბნება: "მგონი, შვილი გვეყოლება". ეე, რას ნიშნავს "მგონი"? მე მგონი კი არა, ნამდვილად ვარ!

6 მარტი. უკვე ყველა ბებომ და პაპამ იცის ჩემ შესახებ. ყველას უხარია, განსაკუთრებით კი მამას.

7 მარტი. დედა ქალთა კონსულტაციაში წავიდა. ნუ მაჭერთ!!! უფ...

23 მარტი. რაღაც ყველაფერი კარგად მიდის, არადა, დედა ტოქსიკოზს ელოდა. მე ბიჭი ვარ, ბიჭებმა ეგეთები ნაკლებად ვიცით. 

1 მაისი. რა გოგო, რის გოგო? აი, მამა სწორად ამბობს: "ბიჭი იქნება". დედა, დაიჯერე, ბიჭი ვარ მე, ბიჭი!

4 მაისი. დედა ექოზე მიდის. "ბიჭს ჰგავს" – ამბოსბ ექიმი. კიდევ კარგი, დაინახა. დედა, გეხვეწები, არ გეწყინოს, რომ ბიჭი ვარ, მე ხომ შენ ძალიან მიყვარხარ. სულ არ შეგაწუხებ.

7 ივნისი. დედა პირველი გატოკებით გავახარე. მამამ თავისი თათი მიადო მუცელზე, ცდილობს, შემიგრძნოს. მამა, აქ ვარ!!!

20 ივნისი. ო არა, ისინი წყვეტენ, რა დამარქვან. რაღაც ცუდ სახელებს არჩევენ. მამა ბოლოს ამბობს: "თუ ეს მართლა ბიჭია, თვითონ აირჩევს სახელს". რა თქმა უნდა, ბიჭი ვარ, აბა, რა?

29 ივნისი. მამამ სახელი შემირჩია. მეც მომეწონა. დედა ეჭვობს. დედა! მე და მამამ უკვე გადავწყვიტეთ!

4 ივლისი. დღეს ზუსტად გვითხრეს, რომ ბიჭი ვარ. სახელზე აღარ კამათობენ. მამას უხარია, თუმცა არც ეპარებოდა ეჭვი.

1 სექტემბერი. დედა ლექციებზე წავიდა. მერხთან ვერ დაეტევი... ნახე, დაეტია... სტუდენტია...


4 სექტემბერი. დედას ყველა ჯგუფელს აინტერესებს, რას დამარქმევენ. დედა არ ამბობს. მაგათ არ იციან, რომ მე უკვე დამარქვეს სახელი და თემა დახურულია. 

10 სექტემბერი. ოჰ, რა საინტერესო ლექციაა. დედა, მე კიდევ ჭამა მინდა, როდის ისვენებთ?

29 ოქტომბერი. რა სამშობიარო,. რა ექიმი? ჯერ არ მინდა გამოსვლა, აქაც კარგად ვარ!

31 ოქტომბერი. აჰა, მოვედით სამშობიაროში. მერე რა? აქ მოსაწყენია, სახლში კიდევ მამა მოიწყენს. 

1 ნოემბერი. მამას ნახვა მინდა! დედა! მამასთან მინდა! დედა, უკვე ვაპირებ გამოსვლას. დედას ძინავს... ჰგონია, ეს არაა შეტევები, ფიქრობს, ჯერ ადრეა. მე კი მამასთან მინდა! დაურეკე მამას! დაუძახე ბებიაქალს. აჰა... გადავდივართ სადღაც. ნუ კანკალებ დედა, მე თვითონაც მეშინია. მამა მოვიდა! დედამ ხელი მოკიდა. დედა, ხელი არ მოატეხო მამას, თორემ ტკივილისგან უკვე ვერაფერს გრძნობ. აი, საცაა გამოვალ... დედა, მამა რატომ გააგდე?!

1 ნოემბერი. 22.50. დავიბადე! დედიკოს მუცელზე დამაწვინეს. აი, ძუძუც ვიპოვე, მუჭი დავადე და... დავიძინე. მამასაც დაუძახეს. მას ძალიან მოვეწონე, ფოტოც კი გადამიღო. 
აი, ასეა ახლა, დედა და მამა. თქვენ უკვე მე გყავართ!
Category: რჩევები მშობლებს | Views: 972 | Added by: user | Tags: მელოდნენ, ანუ როგორ, დღიური, ჩვილის
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​