00:03 დიაბეტის ნიშნები ბავშვებში | |
ბოლო დროს ეს დაავადება მკვეთრად გახშირდა და ექიმები მშობლებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ, რომ არაფერი გამოეპაროთ და მცირე ნიშნებსაც მიაქციონ ყურადღება – ნებისმიერი დაავადების ნაადრევ სტადიაში გამოვლენა გაცილებით ეფექტურს ხდის მის მკურნალობას. ბავშვებში ყველაზე ხშირად გვხვდება I ტიპის დიაბეტი – ინსულინდამოკიდებული. ის აუტოიმუნური დაავადებაა, რაც ნიშნავს ორგანიზმის იმუნური სისტების არასწორ მუშაობას, რაც კუჭქვეშა ჯირკვალზე ახდენს დარტყმას, ის კი თავის მხრივ ინსულინის გამომუშავებაზეა პასუხისმგებელი. მიზეზები, თუ რატომ ჩნდება ეს დაავადება, ხშირად აუხსნელიც კია. თუმცა რისკფაქტორებად ასახელებენ გენეტიკურ მიდრეკილებას, სტრესებს, სიმსუქნეს, ბავშვებში ასევე მიზეზებად ასახელებენ გადატანილ ვირუსულ ინფექციებს – წითელას, პაროტიტს... ინსულინი ჰორმონია, რომელიც აუცილებელია შაქრის შესათვისებლად, შედეგად, საკვებსა და სასმელებთან ერთად მიწოდებული გლუკოზა იმის ნაცვლად, რომ ენერგეტიკული ფუნქცია შეასრულოს, გადაუმუშავებელი სახით გამოდის შარდთან ერთად, ხვდება სისხლში. ორგანიზმის ბევრი უკრედი ამ დროს ზარალდება საჭირო ენერგიის მიუწოდებლობის გამო. პირველი ტიპის დიაბეტს სჭირდება ინსულინის რეგულარული და აუცილებელი მიწოდება ინიექციის ან აბების ახით – ამ პრეპარატს და მის დოზას ექიმი ენდოკრინოლოგი ნიშნავს, ბავშვის გულმოდგინედ გასინჯვის შემდეგ. შაქრიანი დიაბეტის ნიშნები ბავშვებში სამწუხაროდ, დიაბეტის ნიშნები მაშინ ჩნდება მხოლოდ, როცა დაავადება უკვე საკმაოდ არის განვითარებული – საწყის სტადიაზე, სანამ ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედების დანგრევის პროცესი მიმდინარეობს, გამოვლინებები პრაქტიკულად არ არის. თუმცა მაინც, როგორც კი პირველი ნიშნები გაჩნდება, რომლებიც დიაბეტზე დაგაეჭვებთ,ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ. • მადის შეცვლა – ბავშვს მკვეთრად აქს მომატებული მადა, დაუცხრომელი შიმშილის გრძნობა. • მატულობს ტკბილის მირთმევის მოთხოვნილება. • ბავშვი ნაკლებად აქტიურია, მოთენთილობა ეწყება ჭამის შემდეგ. • ძილიანობა აქვს, მოდუნებულია. • გაძლიერებული წყურვილი და უფრი ხშირი შარდვა. • წონაში იკლებს, მადის მომატების მიუხედავად. • გოგონებში შესაძლებელია კანდიდოზის (სოკოს) განვითარება. | |
Category: რჩევები მშობლებს | Views: 1108 | | |
Total comments: 0 | |