21:30
დიდი საოჯახო პიცა

მასალად საჭიროა:
მასალა საცხობი ფირფიტისთვის:
500გრ ფქვილი, 1ბრიკეტი საფუარი(42გრ)
1/4ლ ნელთბილი რძე
მარილი, 100გრ მარგანინი
სხვა მასალა:
300გრ ქამა სოკო
250გრ ძეხვი მონადირული
125გრ ძეხვი "სალიამი"
3 თავი ხახვი, 2 ს.კ. კარაქი
პილპილი, 500გრ პამიდორი
1 ყვითელი ბულგარული წიწაკა
8 ს.კ. კეტჩუპი
1 ს.კ. ხმელი თავშავა
300გრ გრძლად დაჭრილი ჰოლანდიური ყველი(გაუდა)
ცხიმი ფორმისთვის


ფქვილი ჩაყარეთ წყალში. საფუარი გახსენით რძეში. დაუმატეთ 1 ჩ.კ. მარილი და დაჭრილი მარგანინი. ფქვილისა და საფუვრიანი მასისაგან მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დაამრგვალეთ და ასაფუებლად დადეთ თბილ ადგილას 1 სთ.
გაასუფთავეთ სოკო და თხლად დაჭერით. ძეხვი დაჭერით ოთხკუთხედებად. გაფცქვენით ხახვი და დაჭერით რგოლებად . სოკო და ხახვი მოშუშეთ კარაქში. დაუმატეთ მარილი და პილპილი
პამიდორი გარეცხეთ და მრგვალად დაჭერით. წიწაკა დაჭერით გრძლად.გააცხელეთ ღუმელი 240–გრადუსამდე.
საცხობ ფირფიტას წაუსვით ცხიმი. ცომი გადაზილეთ, ფირფიტაზე გააბრტყელეთ და კიდეებთან ცოტა აამაღლეთ. წაუსვით კეტჩუპი, შემდეგ მოაწყვეთ თავშავა. ზემოდან გაანაწილეთ ხახვიანი სოკო, პამიდორი და წიწაკა. აცხვეთ 10წთ. დაიყვანეთ ტემპერატურა 200–გრადუსამდე და აცხვეთ კიდევ 20წთ. მოაყარეთ ყველი და აცხვეთ კიდევ 5წთ.
 
 
Category: ფქვილის ნაწარმი | Views: 1059 | Added by: user | Tags: didi saojaxo pica, დიდი საოჯახო პიცა
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​