21:28 ყველის პიცა | |
მასალად საჭიროა:
პიცის მზა ცომი
3 ს.კ. კეტჩუპი 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი გემოვნებით პილპილი 250გრ უმარილო სულგუნი 150გრ ჰოლანდიური ყველი (გაუდა) 100გრ მლაშე ყველი რეჰანის რემდენიმე ფოთოლი ცხიმი ფორმისთვის ფორმას წაუსვით ცხიმი. პიცის ცომი თხლად გააბრტყელეთ და ჩადეთ ფორამში. გააცხელეთ ღუმელი 200–გრადუსამდე. შეურიეთ ერთმანეთს კეტჩუპი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და წაუსვით ცომს. სულგუნი დაჭერით თხელ ნაჭრებად, ჰოდალნდიური ყველი–კუბიკებად, მლაშე ყველი კი გახეხეთ. ცომზე გაანაწილეთ სულგუნი და ჰოლანდიური ყველი. მოასხით დარჩენილი ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ პილპილი და ბოლოს–მლაშე ყველი. აცხვეთ 20წთ. გამოიღეთ, დაჭერით და მორთეთ რეჰანის ფოთლებით. | |
Category: ფქვილის ნაწარმი | Views: 1045 | | |
Total comments: 0 | |