21:26 კალცონე (დახურული პიცა) | |
მასალად საჭიროა:
1/2 ბრიკეტი საფუარი (20გრ)
450გრ ფქვილი 6 ს.კ. ზეითუნის ზეთი მარილი 200გრ ხაჭოსებრი ნაზი ყველი 2 კვერცხი 2 ჩ.კ. თავშავა 50გრ გახეხილი შებოლილი სულგუნი პილპილი 100გრ მწვანე უკურკო ზეთისხილი 100გრ მრგვალად დაჭრილი სალიამი პერგამენტი მომზადების წესი:
საფუარი დააქუცმაცეთ და 200მლ ნელთბილ წყალში გახსენით. დაუმატეთ ფქვილი, 1/4 ჩ.კ. მარილი და ზეითუნის ზეთი და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი. დააფარეთ და დადგით თბილ ადგილას 30წთ. შეურიეთ ერთმანეთს ხაჭოსებრი ყველი, კვერცხი, თავშავა, სულგუნი, მარილი და პილპილი. ზეთისხილები ოთხათ გაჭერით, სალიამი დაჭერით ზოლებად. გააცხელეთ ღუმელი 220–გრადუსამდე. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. საფუვრიანი ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გაყავით. ცომის თითოეული ნაჭერი მრგვალად გააბრტყელეთ და წაუსვით დარჩენილი ზეითუნის ზეთი. ყველიანი მასა გაანაწილეთ თითოეული ცომის ნახევარზე, ზემოდან მოაწყვეთ სალიამი და ზეთისხილი. გადმოაფარეთ ცომის ცარიელი ნახევარი და კიდეები თითის დაწოლით კარგად შეაერთეთ. დადეთ კალცონე საცხობ ფირფიტაზე და აცხვეთ 20წთ. გამოიღეთ და ჯერ კიდე თბილი მიიტანეთ სუფრასთან. | |
Category: ფქვილის ნაწარმი | Views: 1131 | | |
Total comments: 0 | |