21:19
ოსტრი

მომზადების წესი:

საქონლის ხორცი - 800 გრ;
ხახვი - 3 თავი;
პამიდორი - 600 გრ;
ნიორი - 4 კბილი;
ოხრახუში - 1 კონა;
ქინძი - მარცვლებად;
ცხარე წიწაკა - გემოვნებით სასურველია ბევრი:D;
კარაქი და ზეთი - 20-30 გრ;
მარილი, დაფნის ფოთოლი (1 ცალი) - გემოვნებით.

სხვათაშორის ჩემი მომზადებული ოსტრია ფოტოზე:D


დაჭერით ხორცი პატარა კუბებად;

გაახურეთ ტაფა ან ქვაბი და დაყარეთ ხორცი, , დაახურეთ თავზე და ითუშოს. თუ წყალს ჩაიშრობს, მაგრამ ხორცი მაგარია მაინც, დაამატეთ წყალი დრო და დრო;

როცა თითქმის მზად იქნება ხორცი - გადაუწურეთ ზედმეტი წყალი, ეს სითხე შეინახეთ რაიმე ჯამში;

ხორცს კი დააყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი (ცოტა გადაინახეთ), დაამატეთ ცხიმიც და მობრაწეთ;

ამ დროში გაფცქვენით პამიდორი კანისგან და დააქუცმაცეთ, სიმარტივის გამო, შეგიძლიათ ქილაში შენახული პამიდვრები გამოიყენოთ;

როცა ხორცი შეიბრაწება - დაასხით პამიდორი ჩააგდეთ დაფნა და თუშეთ 3-4 წუთი. დაამატეთ გადანახული სითხეც. შეკმაზეთ მარილით, ხმელი ქინძით და წიწაკით. გადაიყვანეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე;

სულ ბოლოს, დაახლოებით პამიდორის დამატებიდან 15 წუთში, თუ ხორცი უკვე დარბილებულია. გამორთეთ ცეცხლი. მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი და მოურიეთ. სულ ბოლოს მოაყარეთ მწვანილიც (ცოტა გადაინახეთ), მოურიეთ;

სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ გადანახული ხახვი და მწვანილი.


Category: ხორცეულის კერძები | Views: 1233 | Added by: user | Tags: ostri, ოსტრი
Total comments: 0
icon" href="/favicon-1-.ico" type="image/x-icon">
avatar
​​